LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მუცელში ბევრი პეპლები მაქვს.. როგორც საშა ამბობს, ჩვენ ერთნაირი ნერვული კავშირები გვაქვსო, ყველა ასაკში შეიძლება იცხოვრო ისე, როგორც გინდა..“ – რას ამბობს ცნობილი გინეკოლოგი 50 წლის ასაკში მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ნინო ჩოგოვაძის და ალექსანდრე კალანტაროვის სიყვარულის ისტორია

911
ნინო ჩოგოვაძე

გადაცემის „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ მორიგი ეპიზოდი, წარმატებული და ძლიერი ქალბატონების ისტორიებს დაეთმო. ამ კუთხით საკუთარ გამოცდილება, ცნობილმა გინეკოლოგმა, ნინო ჩოგოვაძემ გაგვიზიარა.

ამასთან, მან ისაუბრა 50 წლის ასაკში მიღებულ გადაწყვეტილებაზე, ალექსანდრე კალანტაროვთან ურთიერთობასა და ქორწინებაზე.

როგორ გადაწყვიტეს ლას-ვეგასში ქორწინება ცნობილმა ექიმებმა – საშა კალანტაროვისა და ნინო ჩოგოვაძის სიყვარულის ამბავი: „ეს არის გააზრებული გრძნობა…“

„ვთვლი, რომ საკმაოდ ძლიერი ქალი ვარ, ძალიან ბევრ ქარტეხილებს გავუძელი.. ბევრ რამეს მივაღწიე კარიერულად და ამ ყველაფერს უნდა ძალა, შრომისმოყვარეობა და ოპტიმიზმი..

მთავარი მოტივაცია ჩემი შვილი იყო, მინდოდა მას სცოდნოდა, რომ მას ჰყავს შემდგარი, წარმატებული დედა.. ამასთან, დედაჩემი საოცარი ქალი იყო და ყოველთვის გვერდში მედგა, იშვიათად შეგაქებდა.. ბოლოს ამბობდა ხოლმე, დედუ, შენ კარგი შვილი ხარ, ეს იყო ჩემთვის ძალიან ბევრის მთქმელი.. გარდა ამისა, მოტივაცია იყო ჩემი მეგობრები, ნათესავები..

მუცელში ბევრი პეპლები მაქვს.. ვთვლი, რომ გვიან ასაკში, გააზრებული, ნამდვილი სიყვარულია, როდესაც გაუცნობიერებლად კი არ დგამ ნაბიჯს, ან იმიტომ, რომ მარტო ყოფნა არ გინდა, არა, არაფერი გაკლია, რეალურად ხვდები, რომ არსებობს ადამიანი ამქვეყნად, რომელზეც ყოველ წუთას ფიქრობ და მასთან ყოფნა გინდა.

როგორც საშა ამბობს, ჩვენ ერთნაირი სინაფსები გვაქვსო.. სინაფსები ნერვული კავშირებია ანუ ერთნაირად ვფიქრობთ, ბევრი სალაპარაკო გვაქვს, ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ, მე ამას გათხოვებას არც ვეძახი, უბრალოდ, ვცხოვრობ ადამიანთან, რომელთანაც მინდა, რომ ცხოვრების ბოლომდე ვიყო..

ვიდეო: „ნინომ თავისი ადამიანობით მომხიბლა!“ – როგორ იქორწინეს ალექსანდრე კალანტაროვმა და ნინო ჩოგოვაძემ ლას-ვეგასში: რას ჰყვება ცნობილი პლასტიკური ქირურგი

ჩემთვის მამაკაცი არის ადამიანი, რომელმაც უნდა გაგანებივროს, როდესაც გეუბნება, რომ შენ არ ინერვიულო არაფერზე, დაიღალე? დაისვენე.. შენ უნდა იყო ლამაზი, დასვენებული.. როდესაც არ გეშინია, თუნდაც იმის, რომ ავად გახდე.. საშას იმდენად კარგად ვიცნობდი, რომ მისი არსებობით არასოდეს არ შემქმნია დისკომფორტი..

ყველა ასაკში შეიძლება იცხოვრო ისე, როგორც გინდა და არა შაბლონებით, მთავარია მიხვდე, რომ უნდა იცხოვრე ისე, როგორც შენ გინდა..“

,,ყველა ასაკში შეიძლება იცხოვრო ისე, როგორც გინდა და არა შაბლონებით…" – ნინო ჩოგოვაძე

,,ყველა ასაკში შეიძლება იცხოვრო ისე, როგორც გინდა და არა შაბლონებით, მთავარია მიხვდე, რომ უნდა იცხოვრე ისე, როგორც შენ გინდა. " – ნინო ჩოგოვაძე ⭐️ დაუმეგობრდით ნანუკას Instagram-ზე: https://instagram.com/nanukashow 🌟 ნანუკას 𝗧𝗶𝗸𝗧𝗼𝗸 გვერდი: https://www.tiktok.com/@nanukashow

Posted by ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani's Show on ოთხშაბათი, 13 მარტი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები