LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მუცლად ყოფნისას, კლასიკურ მუსიკას ხშირად ვასმენინებდი, მაგრამ ყველაზე ფერად სიზმარშიც არ მინახავს, ასეთი ადამიანი, როგორიც ანდრიაა“ – თათია შარანგია

626
თათია შარანგია

ტელეწამყვან თათია შარანგიას უმცროსი შვილი ანდრია, დოლზე კარგად უკრავს. თათია, რომლის პროფესია პიანისტობაა, შვილის პირველი საჯარო გამოსვლის კადრებს აზიარებს.

„სმენა რომ ჩემი აქვს, ამის ამბიცია მაქვს“, – წერს თათია და დასძენს:

„მუცლად ყოფნისას, კლასიკურ მუსიკას ხშირად ვასმენინებდი, მაგრამ ყველაზე ფერად სიზმარშიც არ მინახავს, პირველ რიგში ასეთი ადამიანი, როგორიც ანდრიაა და შემდეგ ასეთი მუსიკალური ჩემი შვილი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g