LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუცლის შებერილობის ძირითადი მიზეზები – გიორგი ღოღობერიძე საინტერესო რჩევებს გვიზიარებს

1132
გიორგი-ღოღობერიძე

როგორ მოვიქცეთ მეტეორიზმის, ანუ მუცლის შებერილობის შემთხვევაში. „მთავარი დიაგნოზის“ წამყვანი, ექიმი გიორგი ღოღობერიძე გვასწავლის, როგორ მოვხსნათ ეს პრობლემა მედიკამენტის გარეშე და მთავარ მიზეზებს ასახელებს, რომელიც იწვევს მეტეორიზმს.

პირველი მიზეზი არის საკვების დიდი რაოდენობით მიღება, რადგან ამ დროს ადამიანის წვრილი ნაწლავები ვერ ასწრებს მის მონელებას და გადადის მსხვილ ნაწლავში. იქ კი არიან ბაქტერიები, რომლებიც აფერმენტირებენ მოუნელებელ საკვებს და იწყება აირების დაგროვება. შესაძლოა ადამიანი ცოტასაც ჭამდეს, მაგრამ ვერ ინელებდეს კონკრეტულ საკვებს, მაგალითად ლობიოს, ხახვს მორს პირს და ამ დროს საკვები გადადის ასევე სწორ ნაწლავში.

შებერილობის კიდევ ერთი მიზეზი არის სწრაფი კვება, ანუ როდესაც ადამიანი საკვებს მიირთმევს ძალიან სწრაფად. ამ დროს საკვები პირის ღრუს გავლით მიემართება კუჭში და დაუმუშავებელი შიგთავსი გადადის წვრილ, ხოლო შემდეგ მსხვილ ნაწლავში და ზემოხსენებული პროცესი მეორდება.

კიდევ ერთი მიზეზი შებერილობის, არის შეკრულობა, რადგან შეკრულობის შემთხვევაში, ფეკალური მასები მსხვილ ნაწლავს ვერ ტოვებს დროულად და ხდება აირების დაგროვება.

თუ ამ 9 სიმპტომიდან 5-ს უჩივი, ესე იგი თქვენ დეპრესია გაქვთ – გიორგი ღოღობერიძე

რძის აუტანლობა, შებერილობის კიდევ ერთი მიზეზია. შესაძლოა, ადამიანი სულაც არ სვამდეს რძეს, მაგრამ იღებდეს რძის პროდუქტებს და აწუხებდეს შებერილობა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ფრუქტოზის აუტანლობა, ფრუქტოზა კი ჩვენ გვხვდება ხილსა და ბოსტნეულში. ამიტომ ზოგიერთი ხილის ან ბოსტნეულის მიღების შემდეგ, ადამიანს აქვს შებერილობა.

შებერილობის კიდევ ერთი მიზეზია, პრე მენსტრუალური სინდრომი, ციკლამდე 1 კვირით ადრე ქალებს აწუხებთ შებერილობა, რადგან ორგანიზმში პროგესტერონისა და ესტროგენების რაოდენობა მცირდება, ამ დროს იცვლება ადამიანის ხასიათიც.

ასკარიდოზი, ეს გახლავთ ჭიები, რომლებიც სახლობს ნაწლავებში და სამწუხაროდ საკმაოდ გავრცელებულია.

ცელიაკია, კიდევ ერთი მიზეზია, როცა შენივე იმუნური სისტემა უტევს შენს წვრილ ნაწლავს. ამის მიზეზი კი საკვებია, რომლებიც შეიცავს გლუტეინს.

დაავადებების გარდა, შებერილობას ხშირად იწევს მედიკამენტებიც. არის წამლები, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავებში აირების რაოდენობას.

საკვერცხეების სიმსივნე, შესაძლოა გახდეს კიდევ ერთი მიზეზი.

კიდევ ერთი დაავადება, აუარეზის სინდრომი, როდესაც პაციენტს აქვს შებერილობის განცდა, მაგრამ ნაწლავებში რეალურად აირები არ არის.

მუცლის შებერილობის 15 მიზეზი | გიორგი ღოღობერიძის რჩევები

მუცლის შებერილობის 15 მიზეზი | გიორგი ღოღობერიძის რჩევები

Posted by მთავარი დიაგნოზი on Sunday, May 21, 2023

გიორგი ღოღობერიძე გვასწავლის, როგორ ვუშველოთ მაღალ წნევას, ქოლესტერინს, ჭარბ წონას, დაბალ იმუნიტეტსა და გულის აჩქარებას მედიკამენტების გარეშე

ვიდეო: მე მოგიყვებით, როგორ გადავრჩი – გიორგი ღოღობერიძე ახალ გადაცემას იწყებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g