LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუცლის ტიფი

106
მუცლის ტიფი

მუცლის ტიფი ბაქტერიული ინფექციაა, რომელსაც იწვევს ბაქტერია Salmonella. ეს არის ძლიერ გადამდები დაავადება. ინფიცირებულმა ბაქტერიები შეიძლება გაავრცელოს თავისი ორგანიზმიდან ფეკალიებით ან შარდით. მუცლის ტიფის ხანგრძლივობა ორი კვირიდან ერთ თვემდე შუალედში მერყეობს, სიმპტომები კი ათი დღიდან ორ კვირამდე ვლინდება. მუცლის ტიფი ძირითადად გვხვდება ისეთ ქვეყნებში, სადაც ჰიგიენის დაცვა არ ხდება სუფთა წყლის სიმცირის გამო. არსებობს მოსაზრება, რომ მუცლის ტიფის განვითარების უფრო დიდი რისკი ბავშვებში არსებობს, რადგან მათი იმუნური სისტემა ჩამოუყალიბებელია და ჯერ კიდევ ვითარდება. უფროსებს შედარებით მძიმე სიმპტომები აღენიშნებათ, ვიდრე ბავშვებს.

მუცლის ტიფის სიმპტომებია: თავის, კუნთების და მუცლის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, უმადობა, ყაბზობა ან დიარეა. გამონაყარი მცირე ზომის ვარდისფერი ლაქების სახით, დაბნეულობა, უარეს შემთხვევებში ჰალუცინაციები. ინფექციის დიაგნოსტირება სისხლის, განავლის ან შარდის ანალიზის ნიმუშების კვლევის შედეგად ხდება. მიკროსკოპული დაკვირვებით ხდება ტიფის სალმონელას ბაქტერიების მოძებნა, თუმცა, შესაძლოა, აუცილებელი გახდეს ხელახალი გამოკვლევა, რადგან მოცემული ბაქტერიები პირველივე ჯერზე შეიძლება არ გამოჩნდეს.

მუცლის ტიფის მკურნალობა დაავადების განვითარების პირველ სტადიებში ანტიბიოტიკებით სახლის პირობებში ხდება, 7-14 დღიანი კურსის ჩატარებით. მძიმე სტადიებზე აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ჰოსპიტალიზაცია, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში ინექცია. დროული თერაპიის შემთხვევაში ხელახალი გართულებების რისკი პრაქტიკულად არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ მუცლის ტიფი შესაძლოა მკურნალობის გარეშეც არ იყოს ფატალური, გადარჩენილ ადამიანებს გაჰყვებათ ინფექციიდან გამოწვეული გართულებები. დროული მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს და ფატალურიც აღმოჩნდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები