გორის ქალთა გუნდის ხელმძღვანელი თეონა ცირამუა შვილების ფოტოებს გვიზიარებს.
უსაყვარლესი გოგონების – კირას და თუთას კადრებს თეონა სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„მუდამ იხარეთ თქვენი შვილებით“
„ღმერთმა ბედნიერები და ჯანმრთელები გაგიზარდოთ“
„ორი უსაყვარლესი გოგონა“
„გილოცავთ! იმრავლეთ, იხარეთ! მრავალჟამიერ!“ – აღნიშნავენ სოცქსელში.



გორის ქალთა გუნდის ხელმძღვანელი, შესანიშნავი მუსიკოსი, თეონა ცირამუა და მისი მეუღლე, გოჩა ჭანტურია მცირე ხნის წინ მშობლები გახდნენ, მათ ტყუპი გოგონა, თუთა და კირა შეეძინათ. 5-წლიანი ლოდინის შემდეგ წყვილისთვის ეს ორმაგი საჩუქარი გახდა, დედაც და მამაც სამსახურისგან მცირე ხნის ისვენებენ და მთლიანად გოგონებზე არიან გადართულები. თეონა ცირამუა თავისი ბედნიერების შესახებ fortuna.ge-ს მოუყვა.