LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მუდმივად გვაკრიტიკებს ოპოზიცია – რა ვერ დაამთავრეთ „ნაცმოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე საუბარიო… ვერც დავამთავრებთ. ის კი არა, ახლა ვიწყებთ მათი სასტიკი დანაშაულების გასაჯაროებას“ – ნინო წილოსანი

139
ნინო წილოსანი

„მუდმივად გვაკრიტიკებს ოპოზიცია – რა ვერ დაამთავრეთ “ნაც მოძრაობის” მმართველობის პერიოდზე საუბარიო… ვერც დავამთავრებთ. ის კი არა, ახლა ვიწყებთ მათი სასტიკი დანაშაულების გასაჯაროებას და იმ ღირსეული ბავშვებისა და ოჯახების გაცნობას, რომლებსაც ასე დაუნდობლად მოექცა რეჟიმი და „სახელმწიფოს სახელით“ სჯიდა და აწამებდა ამ ადამიანებს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში წერს.

„გუშინ, საზოგადოებამ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში იხილა და მოისმინა აფრასიძეების ოჯახის ტრაგიკული და შემზარავი ამბავი მუდმივად გვაკრიტიკებს ოპოზიცია – რა ვერ დაამთავრეთ „ნაც მოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე საუბარიო… ვერც დავამთავრებთ. ის კი არა, ახლა ვიწყებთ მათი სასტიკი დანაშაულების გასაჯაროებას და იმ ღირსეული ბავშვებისა და ოჯახების გაცნობას, რომლებსაც ასე დაუნდობლად მოექცა რეჟიმი და „სახელმწიფოს სახელით“ სჯიდა და აწამებდა ამ ადამიანებს სისტემამ, სრულიად უსაფუძვლოდ, მიზანში ამოიღო აფრასიძეების ოჯახი და გადაწყვიტა სამაგალითოდ დაესაჯა ისინი, ასე უმიზეზოდ მადლობა ღმერთს აფრასიძეების ოჯახის ბავშვები გადარჩნენ და ამ ოჯახიდან გადარჩენილმა ქალებმა ღირსეული მომავალი თაობა აღუზარდეს ჩვენს ქვეყანას, რისი მომსწრენიც ჩვენ გუშინ ყველანი ერთად გავხდით“, – წერს ნინო წილოსანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g