LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მუდმივად გვაქვს ბრძოლა, რომ ბავშვები მოვწყვიტო კომპიუტერულ თამაშებს” – თაკო ჩხეიძე სტუმრად ,,არტ-FM”-ში

13
takochxeidzefmart

რადიო ,,ფორტუნას” გადაცემის ,,არტ-Fm” ონლაინ სტუმარია მოდელი თაკო ჩხეიძე.

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ გრძნობ თავს თვითიზოლაციაში?

პირველ რიგში მივესალმები თქვენს მსმენელს, ყველა ძალიან მომენატრეთ. ვფიქრობ, რომ ეს რთული პერიოდი მალე გაივლის და ყველასთან გამოანათებს. როგორც ყველა, მეც დიდი ხანია სახლში ვარ და მაქსიმალურად ვცდილობ ყოველი დღე გავატარო პოზიტიურად, ამაში კი ჩემი შვილები მეხმარებიან. ვეხმარები შვილებს სწავლაში, ჩართული ვარ ამ პროცესში და ვამბობდი, რომ მესამე-მეოთხე კლასში დავბრუნდი.

ჟურნალთან დაკავშირებული სიახლეები თუ გაქვს?

სახლში ყოფნის დროს უფრო მეტი დრო დავუთმე ჩემი პროექტების გადახალისებას. ისეთი პრობლემის წინაშე დავდექით, რომ წუწუნი არ მოგვიტანს არაფერს, ყველამ რაღაც გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. აქედან გამომდინარე ჩვენი ჟურნალი არ შეჩერებულა, იანვრიდან ონლაინ პლათფორმა დავამატეთ, ჯგუფი მუშაობს და ძალიან საინტერესო სტატიებს გვთავაზობენ. კვირაში ერთხელ გვაქვს ონლაინ ჩართვები, სადაც ვიგეგმებით. მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ ყველას შეეძლება ონლაინ ჩვენი ჟურნალების დათვალიერება უსასყიდლოდ. ჩვენც ავყევით მსოფლიო გამოცემების ტემპს და შემოგიერთდით ასეთი სიახლით.

თვითიზოლაციის პერიოდში საკუთარ თავში ახალი თვისება ხომ არ აღმოაჩინე?

ახალი თვისება ის არის, რომ კულინარობა დავიწყე, ოჯახი ჩართული ვართ ერთობლივად ამ პროცესში და სწორედ ესაა თვითიზოლაციის ერთ-ერთი დადებითი თვისება. მუდმივად გვაქვს ბრძოლა, რომ ბავშვები მოვწყვიტო კომპიუტერულ თამაშებს, რადგან მათ ყველაზე მეტად გაუჭირდათ თვითიზოლაციის პერიოდი. ამ ეტაპზე კი სასეირნოდაც გავდივართ.

ჩვენს მსმენელს ხომ არ ურჩევდი რაიმე ფილმს, წიგნს ან სიმღერას, რომელიც განსაკუთრებულ განწყობაზე გაყენებს?

ასე ძალიან რთულია რამის რჩევა, ბევრი რამ წავიკითხე და ვუყურე, თავიდან დავიწყე ძველი ფილმების ყურება, ყველაზე მეტად რომელი ფილმითაც ვისიამოვნე იმას გირჩევთ, ეს არის „მწვანე წიგნი. ასევე დავიწყე სახლში ვარჯიში, ვცეკვავ ბავშვებთან ერთად. რაც შეეხება მუსიკას, ბოლო დროს ძალიან მსიამოვნებს კლასიკური მუსიკის მოსმენა, გამიტაცა ფსიქოლოგიურმა წიგნებმა. მიუხედავად იმისა, რომ სახლში ვართ ბევრ რამეს მაინც ვერ ვასწრებ.

თუ გაქვთ რაიმე ოჯახური გასართობი თამაში?

ბოლო დროს ვთამაშობთ ჯოკერს და მონოპოლს, ძირითადად იგებენ ბავშვები, ასევე ძილის წინ გვაქვს კითხვის დროც, ვუყურებთ ფილმებს. დავიწყეთ „ტომ სოიერის“ კითხვა, უფროსმა შვილმა კი გვირჩია „ჰარი პოტერი“ წაგვეკითხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები