მუდმივი ონლაინ შოპინგმა შეიძლება ფსიქიკური აშლილობა გამოიწვიოს. ამას ფსიქოლოგები ამბობენ. ეს ხდება იმის გამო, რომ ონლაინ შოპინგის დროს, ისევე როგორც, მაგალითად, აზარტული თამაშისას ჩნდება დამოკიდებულება და მომხმარებელი იძულებული ხდება შეუჩერებლად იყიდოს პროდუქტი.
დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, ფსიქიატრები ამ დამოკიდებულებას ცალკეულ დაავადებად განიხილავენ.
“დაავადებად აღიარებამ შესაძლოა დაზარალებულებს გააცნობიერებინონ, რომ მათ მკურნალობა სჭირდებათ” – ნათქვამია ჟურნალში ყოვლისმომცველი ფსიქიატრია.
მუდმივ მყიდველებს აქვთ ”უკიდურესი უკმაყოფილება და ყიდვისკენ მუდმივი მიდრეკილება”, – ამბობენ მკვლევარები და იმასაც აღნიშნავენ, რომ მყიდველები როგორც წესი, ყიდულობენ იმაზე მეტს, ვიდრე შეუძლიათ, სჭირდებათ ან იყენებენ. შედეგად ისინი ნეგატიური გრძნობებისგან თავისუფლდებიან.
მაგრამ ეს იწვევს უკიდურეს შფოთვას, ოჯახურ დავებს, დავალიანებას და თანხის უაზროდ ფლანგვას, ამბობენ მკვლევარები, რომლებმაც შეაფასეს 122 ონლაინ შოპინგ დამოკიდებული ადამიანი გერმანიაში. აღსანიშნავია ისიც, რომ კვლევის მიხედვით, შედარებით უმცროსი პაციენტები, რომლებიც ინტერნეტით ყიდულობდნენ, უარეს სიმპტომებს ავლენდნენ.

ჰანოვერის სამედიცინო სკოლის წამყვანმა მკვლევარმა ასტრიდ მიულერმა თქვა:
‘ნამდვილად დროა ონლაინ შოპინგი ვაღიაროთ როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის ცალკეული მდგომარეობა. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი შედეგები დაანახებს საზოგადოებას რა შედეგებამდე შეიძლება მივიდეთ თუ გადავიქცევით მუდმივ მყიდველებად. საბოლოოდ, მყიდველები შეიძლება ფსიქიური აშლილობით დაავადნენ.”
ექსპერტი, რომელიც ასევე დამოკიდებულებას შეისწავლის პამელა რობერტსი, ამბობს, რომ ამ დამოკიდებულებამ შეიძლება გავლენა იქონიოს პირად ურთიერთობებზე, სამსახურზე, ფინანსებსა და ემოციებზე. ექსპერტის განმარტებით, ონლაინ შოპინგზე დამოკიდებულება შოპოჰოლიზმს თავისთავად გულისხმობს, განსხვავება ისაა, რომ მაღაზიებში სიარულის გარეშე ადამიანს უფრო მარტივად აქვს წვდომა პროდუქტთან და ამ შემთხვევაში უფრო ადვილად ხდება დამოკიდებული.
მუდმივი ონლაინ შესყიდვების დროს ადამიანი განიცდის ადრენალინის მოზღვავებას, უჩნდება ძალაუფლების, თავისუფლებისა და საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის შესაძლებლობის ილუზია. მათ შეუძლიათ უკანასკნელი გროშები დატოვონ და საყიდლებისთვის სესხიც კი აიღონ.

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ამერიკის 15 მილიონი მოქალაქე შოპოჰოლიზმით არის დაავადებული, 55 მილიონი კი ამ მანიაკური გატაცების ზღვარზეა. ამერიკელებს არც ევროპელები ჩამოუვარდებიან. მხოლოდ ინგლისში ზრდასრული მოსახლეობის 2-დან 10%-მდეა დაავადებული.
ისევე როგორც ექსტრემალები, ონლაინ მყიდველებიც განიცდიან ადრენალინის წყურვილს, ყოველი ახალი შენაძენი კი მათ განუზომელ სიამოვნებას ანიჭებთ.
მკვლევარებმა ასევე გამოთქვეს მოსაზრება, რომ ამ დამოკიდებულების ერთ-ერთი მიზეზი ორგანიზმში ჰორმონ სეროტონინის ნაკლებობაც არის, ასე რომ, მიირთვით პროდუქტები, რომლებიც აღნიშნული ჰორმონის გამომუშავებას უწყობს ხელს. ამ პრუდუქტებში შედის: კაკალი, ლეღვი, ბანანი, შოკოლადი და სხვა. ამის შემდეგ ბედნიერების საძებნელად ონლაინ მაღაზიებისკენ გული ნაკლებად გაგიწევთ.
