eBay-ს ონლაინ აუქციონზე უნიკალური ლოტი გამოფინეს. 1976 წლის Alfa Romeo Spider Veloce Series კრივის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მოკრივეს მუჰამედ ალის ეკუთვნოდა. ლოტის საწყისი ფასი 13 466 დოლარია და ოფიციალური ინფორმაციით, მოდელს მხოლოდ 130 ათასი კილომეტრი აქვს გავლილი.
როგორც გამყიდველი აზუსტებს, ავტომობილი ძალიან კარგ მდგომარეობაშია შენარჩუნებული. ორიგინალი საბურავები და სახურავი აქვს, ხოლო რაც შეეხება ფერს, ის ცოტა ხნის წინ თავიდან გადაღებეს, თუმცა ფერთა გამა უცვლელი დატოვეს. სალონიც თითქმის ხელუხლებელია და ორიგინალი საჭეა დამონტაჟებული, ინტერიერი მთლიანად შავი ტყავითაა გაფორმებული.
და ბოლოს, რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, ავტომობილს კაპოტქვეშ 2 ლიტრის მოცულობის ატმოსფერული ძრავი აქვს და მისი სიმძლავრე 133 ცხენის ძალას შეადგენს.