რეჟისორი, სანდრო ელოშვილი საზოგადოებას პატარა ნინას დახმარებას სთხოვს.
ემოციურ მიმართვაში რეჟისორი წერს, რომ პატარა ნინას ჯანმრთელობა საფრთხეშია. მას ნაწლავების დისფუნქცია აქვს. ნინა უკვე უცხოურ კლინიკაში იმყოფება და მის გადასარჩენად საჭიროა 110 000 დოლარი. რეჟისორი საზოგადოებას ნინასთვის გაერთიანებას და მის სიცოცხლის გადარჩენას სთხოვს:
„ჩემო მეგობრებო! ყველაზე მაგრებო და ყოვლის შემძლეებო! რამდენჯერაც დამიდია მსგავსი პოსტი, გულში მიფიქრია, ოდესმე იქნებ მეც დამჭირდეს ამდენი კეთილი ადამიანის გვერდში დგომა მეთქი, ხოდა…
ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ცხოვრების მთავარი სიმდიდრე და ქონება ჩემი სამეგობროა, მადლობელი ვარ ღმერთის , რომ ბევრ მათგანთან მთელი ცხოვრებაც ერთად გამოვიარეთ, ისე როგორც შეგვეძლო… და ახლა ჩვენს ცხოვრებას ჩვენი შვილები ავსებენ და აფერადებენ.
ეს უფლის საოცრება, ეს პატარა ანგელოზი და დედამიწაზე ჩვენთან მოფრენილი ფერია, ექვსი თვის ნინა ჩაჩუაა, ჩვენი მეგობრების, ორი უკარგესი ადამიანის, გუგის და ეთის შვილი…
ამიტომაც მუხლებზე დაჩოქილი გევედრებით… თუკი მაქვს ერთი თხოვნის უფლება, რადგანაც თქვენი ერთობა და ერთიანობა ყველაზე დიდი და კეთილი ძალა მგონია სამყაროში… და გთხოვთ ზუსტად ისე როგორც გთხოვდით ჩემს შვილებზე…
ნინას ცხოვრება ზღაპრის პირდაპირ იმ მონაკვეთიდან დაიწყო, როცა ცუდი მეტია ვიდრე კარგი, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გადავიქცეთ იმ კეთილ ჯადოქრებად სასწაულის მოხდენა რომ შეუძლიათ…
მას ნაწლავების დისფუნქცია აქვს და სამი კილოც არაა… ამიტომაც დაბადებიდან მისი საძინებელი მშობლების ოთახი კი არა კლინიკის პალატაა, სადაც საწოლის თავზე დაკიდებულ სათამაშოებს სამედიცინო აპარატები და მასზე გამობმული მავთულები ცვლიან, მისი ხანმოკლე ბიოგრაფია კი სამი ურთულესი ოპერაციაა და შესაბამისად უფრო მეტი ტკივილი და ცრემლი, რომელიც ჩვენ შეიძლება ოდესმე გვეგრძნოს და გვენახოს…
ახლა კი.. გვაქვს ცოტა დრო და გვყავს მხოლოდ ერთმანეთი… ნინა უკვე უცხოურ კლინიკაშია და საჭიროა 110 000 დოლარი! ზედმეტად ბევრი ერთი ჩვეულებრივი, პატიოსანი, ახალგაზრდა ოჯახისთვის, მაგრამ ზედმეტად ცოტა ექვსი თვის ბავშვის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის!
მჯერა, ყველაფერი გამოგვივა და ისაც მჯერა, წლები რომ გავა, ნინა ჩაჩუას კარგი ქალობით, კარგი ქართველობით და კარგი ადამიანებით ვიამაყებთ… მას კი ვიღაც მოუყვება ამ ამბავს… მართალია ვერაფერს გაიხსენებს, მაგრამ ადამიანები ეყვარება, ის ადამიანები, მისთვის რომ იქცნენ კეთილ ჯადოქრებად…
ყველაფერი გამოგვივა
“, – წერს რეჟისორი.
ანგარიშის ნომრები, მიმღები: ეთერ ბეკურაშვილი GE42TB7960445066300001 GE31BG0000000160859523
ჩემო მეგობრებო! ყველაზე მაგრებო და ყოვლის შემძლეებო! რამდენჯერაც დამიდია მსგავსი პოსტი, გულში მიფიქრია, ოდესმე იქნებ მეც…
Posted by სანდრო ელოშვილი on ხუთშაბათი, 06 ნოემბერი, 2025
