LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მულანის“ რიმეიქი „დისნეის“ ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული პროექტი იქნება

104

სტუდია „დისნეის“ თავისი საკულტო პროექტები ეტაპობრივად კინოში გადააქვს. ამჯერად, ჯერი „მულანზე“ მიდგა. 1998 წელს გამოსული მულტფილმის ეკრანიზებაში სტუდია თითქმის 300 მილიონი დოლარის დახარჯვას გეგმავს.

უკვე ცნობილია, რომ ფილმის დიდი ნაწილის გადაღებები ახალ ზელანდიაში წარიმართება. დეკორაციებით იგივე გუნდი დაკავდება, რომელიც „თორის“ მესამე ნაწილზე მუშაობდა. ფილმის შემქმნელები ირწმუნებიან, რომ 2020 წლისთვის მაყურებელს საკმაოდ მასშტაბური და სანახაობრივი ფილმი ელოდება.

მთავარ როლს „მულანში“ ინფეი ლიუ შეასრულებს, რეჟისორი კი ნიკი კარო გახდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები