LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მულტფილმს მაგონებს, ისეთი მშიშარა და მხდალია.. ცემას არ გიპირებთ, სად თქვენ და სად ჩვენ, მაქსიმუმ შეიძლება მანჯგალაძემ გცემოთ: ღუდუშაური ვაშაძეს

215
Untitled design (1)

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის განცხადებას, რომ “ქართული ოცნება” მასზე ფიზიკურ თავდასხმას გეგმავს, პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატი – ალუდა ღუდუშაური გამოეხმაურა.

ღუდუშაურმა ვაშაძეს უთხრა, რომ ცემას არავინ უპირებს თუ შეიძლება ვინმემ სცემოს, ეს მის გვერდით მჯდომი პაატა მანჯგალაძეა. (ღუდუშაურმა ამ რეპლიკით რამდენიმე დღის წინ მომხდარი დაპირისპირება გაიხსენა):

“დღეს ჩვენთან დარბაზში იმყოფება ჩვენი კოლეგა, ოპოზიციიდან, რომელიც მე პირადად მაგონებს მულტფილმს. ჩემს ბავშვობაში იყო ასეთი მულტფილმი, “თაგვი და კატა”. თაგვს ორგანულად ეშინოდა კატის. გახდა ლომი, მაგრამ მაინც ეშინოდა კატის. ჩვენთან არის ასეთი დეპუტატი გიორგი ვაშაძე, რომელიც ომახიანად გამოდის ხოლმე, მოგვიწოდებს სხვადასხვა რაღაცებს, რომ ვიომოთ, გვასწავლის როგორი მაგარია, როგორი მებრძოლია, მაგრამ, ამავდროულად, ბუნებრივად არის ისეთი მშიშარა და მხდალი, რომ თუ ბრიფინგი არ ჩაატარა, საკუთარ კოლეგებთან სხდომათა დარბაზში ვერ ბედავს შემოსვლას.

ასეთი დეპუტატიც არის ამ სხდომათა დარბაზში. ჩვენ ნამდვილად არ გიპირებთ ბატონო გიორგი ცემას, მაქსიმუმ, თუ ვინმემ შეიძლება გცემოთ, გვერდით გიზით ბატონი მანჯგალაძე.

მაგისი გეშინოდეთ, ჩვენ ცემას არ გიპირებთ, მაგრამ ამ ტინგიცობასა და შეურაცხყოფაზე გუშინ რაც თქვით, მე გიპასუხებთ შემდეგს: სად თქვენ და სად ჩვენ. ამიტომ შეეგუეთ ამ რეალობას”, – განაცხადა ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, დღეს გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” მასზე ფიზიკურ თავდასხმას გეგმავს. როგორც მან აღნიშნა, პროვოკაციის მოწყობა მოჭიდავე დეპუტატებს დაავალეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g