სტუდია Universal-მა „მუმიას“ ახალი ვერსიის ტრეილერი გამოაქვეყნა. ფილმში მთავარ როლს ტომ კრუზი ასრულებს, რომელიც, როგორც ვიდეოდან ჩანს, ყველასთვის ცნობილ მისიას თავს არაჩვეულებრივად ართმევს.
ცნობილია, რომ კრუზს პარტნიორობას ანაბელ უილისი, რასელ ქროუ, სოფია ბუტელა და სხვა მსახიობები უწევენ. დიდ ეკრანებზე ფილმი მიმდინარე წლის 8 ივნისიდან გამოვა.