LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მუმიას“ რიმეიკში ბრენდან ფრეიზერს ტომ კრუზი შეცვლის

487

ტომ კრუზი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს კინოკომპანია Universal-თან „მუმიას“რიმეიკში მონაწილეობაზე. ჯერ უცნობია პროექტის დეტალები, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ფილმში მოვლენები ჩვენს დროში ვითარდება. ფილმის ორიგინალურ ვერსიაში, რომელიც 1999 წელსაა გადაღებული, მთავრ როლს მსახიობი ბრენდან ფრეიზერი ასრულებდა.

ინფორმაციის გავრცელებას მალევე მოყვა ფილმის გულშემატკივართა პროტესტი, რომლებსაც არ სურთ საეინტოლოგი ტომ კრუზის ხილვა რიკ ოკონელის ფილმში. სტუდია Universal-მა გადაწყვიტა კლასიკად ქცეული საშინელებათა ჟანრის ფილმების ახლიდან გადაღება. მათ შორისაა ფილმები „ფრანკენშტეინი“, „ადამიანი-მგელი“ „უჩინარი“ და „დრაკულა“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g