LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუნიციპალიტეტების ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა და სახელფასო ფონდების მოცულობა ყოველწლიურად იზრდება

85
publika.ge-300-14-302-publika.ge-300-234099218

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებსა და შპს-ებში დასაქმებული თანამშრომლების და შრომის ანაზღაურების ხარჯების შესახებ კვლევას აქვეყნებს.

კვლევის მიხედვით, 35 მუნიციპალიტეტის მონაცემების მიხედვით, მათ ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა ყოველწლიურად დაახლოებით 5%-ით იზრდება. შესწავლილი მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების სახელფასო ფონდების საერთო მოცულობა კი ყოველწლიურად დაახლოებით 14%-ით იზრდება.

„ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბუღალტრები, საქმისმწარმოებლები და შესყიდვების სპეციალისტები ძირითადად თბილისის ა(ა)იპ-ებში გვხვდებიან, სადაც მათი საშუალო ანაზღაურება დაახლოებით ორჯერ აღემატება ნებისმიერ სხვა მუნიციპალიტეტში ანალოგიურ პოზიციაზე დასაქმებულთა მაჩვენებელზე;

შესწავლილი ა(ა)იპ-ების 12 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ხელმძღვანელიდან ყველა დასაქმებულია თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში და მათი ანაზღაურება 3000-იდან 6000 ლარამდე მერყეობს“, – ნათქვამია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევაში.

კვლევას ვრცლად შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://bit.ly/31RweUo

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g