LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუნიციპალიტეტების ეკონომიკური განვითარებისა და დასაქმების ზრდისთვის – ევროკავშირი და UNDP საქართველოში ახალ პროექტს იწყებენ

86
1

“მერები ეკონომიკური განვითარებისთვის” – ევროკავშირი, გაეროს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობით, ახალ რეგიონულ პროექტს იწყებს.

როგორც გაეროს გავითარების ფონდში აცხადებენ, ეს არის ახალი შესაძლებლობები საქართველოს მუნიციპალიტეტების ეკონომიკური განვითარებისა და დასაქმების ზრდისთვის.

ინიციატივა M4EG აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ხორციელდება და მოიცავს შემდეგ ქვეყნებს: ზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა. მისი პირველი ეტაპი 2017 წლიდან 2021 წლამდე მიმდინარეობდა და მაღალი შეფასება დაიმსახურა.

პროექტის ახალი ეტაპი კვლავ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში განხორციელდება და ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობასთან თანამშრომლობით მიღებულ გამოცდილებას დაეყრდნობა.

გაეროს განვითარების პროგრამაში ამბობენ, რომ პროექტის განხორციელების შედეგად:

?  საქართველოს ქალაქები და მუნიციპალური ცენტრები მიიღებენ ახალ შესაძლებლობებს როგორც პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევისთვის, ისე მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური ზრდისთვის;

?  M4EG ინიციატივა შექმნის განვითარების პლატფორმას მუნიციპალური ცენტრებისთვის, რომლის მეშვეობით შესაძლებელი იქნება რეგიონში დაგროვებული ცოდნისა და გამოცდილების გაცვლა, განვითარების ახალი, ინოვაციური მეთოდების შესახებ ინფორმაციის მიღება, პარტნიორობის ქსელის გაფართოება და ქალაქებისა და მუნიციპალური ცენტრების გაძლიერება.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე ევია კოტანი პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ევროკავშირი ხელს უწყობს ამ ინიციატივას, რათა მხარში დაუდგეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქალაქებსა და მუნიციპალურ ცენტრებს და დაეხმაროს მათ ამ ცვალებად რეალობასთან ადაპტირებისა და ახალი გადაწყვეტების მოძიების საქმეში:

“პანდემიამ მსოფლიოს ქალაქები ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების წინაშე დააყენა. ეს ახალი კონტექსტი, რომელსაც “რადიკალური გაურკვევლობა” შეიძლება ვუწოდოთ, უარყოფით გავლენას ახდენს როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაზე, ისე მოქალაქეებზე.

ევროკავშირი ხელს უწყობს ინიციატივას “მერები ეკონომიკური განვითარებისთვის”, რათა მხარში დაუდგეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქალაქებსა და მუნიციპალურ ცენტრებს და დაეხმაროს მათ ამ ცვალებად რეალობასთან ადაპტირებისა და ახალი გადაწყვეტების მოძიების საქმეში.” – ამბობს ევია კოტანი.

გაეროს განვითარების პროგრამის მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში, ანნა ჩერნიშოვა აღნიშნავს, რომ მათი ხელშეწყობის შედეგად, ადგილობრივი ხელისუფლება უკეთ გაიაზრებს არსებულ კომპლექსურ პრობლემებს, მათი გადაწყვეტისთვის აუცილებელ კონკრეტულ მიზნებს დასახავს და ქმედით ნაბიჯებს გადადგამს:

“საქართველოს ქალაქები და მუნიციპალური ცენტრები მნიშვნელოვან გამოწვევებს ებრძვიან, რომელთა შორისაა უმუშევრობა, არასაკმარისი განვითარება და გარემოსდაცვითი საფრთხეები.

ჩვენი ხელშეწყობის შედეგად, ადგილობრივი ხელისუფლება უკეთ გაიაზრებს ამ კომპლექსურ პრობლემებს, მათი გადაწყვეტისთვის აუცილებელ კონკრეტულ მიზნებს დასახავს და ქმედით ნაბიჯებს გადადგამს. ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიდგომა ითვალისწინებს პრობლემების მრავალმხრივ შესწავლას და ინოვაციური გადაწყვეტებისთვის საჭირო სივრცის შექმნას.” – ამბობს ანნა ჩერნიშოვა.

პროექტზე საუბრის დროს, ინიციატივის ავტორები აღნიშნავენ, რომ:

?  M4EG ქსელში გაერთიანებული ქალაქები და მუნიციპალური ცენტრები მიიღებენ ცოდნისა და ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობას, რომელიც მათთვის ადგილობრივ ვითარებაზე მორგებული სტრატეგიული მდგომების შექმნისა და განხორციელების საფუძველი გახდება;

?  ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, შემუშავდება ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ახალი თაობის სტრატეგიები, რომლებიც ინოვაციებსა და ურბანული მდგრადობის პრინციპებს დაეყრდნობა.

“ინიციატივის M4EG ითვალისწინებს დაფინანსების რამდენიმე პროგრამას, რომლითაც ადგილობრივი თვითმმართველობა ისარგებლებს.” – აღნიშნულია გაეროს გავითარების პროგრამის ინფორმაციაში.

magti 5g