LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუნიციპალური ინსპექციის პარკირებისა და ტრანსპორტის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი არ გამორიცხავს, რომ გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდეს

75
logo

მუნიციპალური ინსპექციის პარკირებისა და ტრანსპორტის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი, ირაკლი თავდგირიძე, არ გამორიცხავს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდეს.

როგორც ის ამბობს, მას გიორგი გახარიას მიმართ სიმპათიები ჰქონდა, ვინაიდან, კარგი ლიდერი იყო.

„ჯერ არაფერი არ არის გადაწყვეტილი. მქონდა სიმპათიები ამ გუნდის მიმართ, გიორგი გახარია კარგი ლიდერი იყო, შესაბამისად, დამრჩა სიმპათიები მის მიმართ, ეს არასდროს არ დამიმალავს. ამ ეტაპზე, არანაირი პოლიტიკური აქტივობა არ მქონდა, ვაგრძელებდი სამსახურეობრივ მოვალეობას“, – განუცხადა “ინტეპრესნიუსს” თავდგირიძემ.

კითხვაზე -გამორიცხავს თუ არა გიორგი გახარიას გუნდში გაწევრიანებას, თავდგირიძე ამბობს რომ ის არაფერს გამორიცხავს.

„არაფერს გამოვრიცხავ. ჯერჯერობით არ ყოფილა ისეთი აქტიურობა, რომ გუნდის ან პარტიის წევრობა მქონდეს. სიმპათიები მქონდა, კეთილგანწყობილი ვარ, ძლიერი, კარგი მენეჯერი იყო. როგორც მოგეხსენებათ, რა პროცესები მიდის ქვეყანაში, მივხვდი, დავწერე განცხადება და წამოვედი,“ – განაცხადა ირაკლი თავდგირიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g