მუნიციპალური ტრანსპორტი პირველი ივლისიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს, სადაც წერია, რომ ცვლილება, ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვის გაუქმებას უკავშირდება.
მათივე ცნობით, კვლავ ძალაში რჩება მგზავრობისას პირბადის ტარების აუცილებლობა.
„აღნიშნული საკითხი თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურების მიერ მომავალშიც მკაცრად გაკონტროლდება“,წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოში 1 ივლისიდან კომენდანტის საათი უქმდება
დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის