LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მურუსიძე: საზოგადოებას თავში უდებენ, რომ სასამართლო კორუმპირებულია, სისტემაში ხელფასი დაბალია და მასობრივად გადიან კადრები, ნეტა, ვინმე კადრი მოვიდოდეს.. იცით, რამდენი ოჯახი შექმნილა სასამართლო სისტემაში?

150
Untitled design (9)

„ყოველწლიურად საზოგადოებას თავში უდებენ იმას, რომ სასამართლო არის კორუმპირებული, სასამართლო არის ნეპოტიზმი, სასამართლო არის არაკომპეტენტური“, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა და სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი განცხადებები სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული დისკრედიტაციაა:

„ყოველწლიურად გამოაგდებენ ხოლმე სიტუაციებს, რომელიმე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი აიტაცებს ამ ესტაფეტას და ყოველწლიურად საზოგადოებას თავში უდებენ იმას, რომ სასამართლო არის კორუმპირებული, სასამართლო არის ნეპოტიზმი, სასამართლო არის არაკომპეტენტური.

ეს არის სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული დისკრედიტაცია.

სასამართლო სისტემაში ხელფასი არის დაბალი და მასობრივად გადიან კადრები. ნეტა, ვინმე კადრი მოვიდოდეს… იცით, რამდენი ოჯახი შექმნილა სასამართლო სისტემაში?

24 საათი ერთად რომ არიან სამსახურში და ერთმანეთს უყურებენ, ხომ არ შეიძლება, ადამიანებმა ასეთი ტალახი ესროლონ, მათი დისკრედიტაცია მოახდინო, უფლება არ ჰქონდეს, რომ იმუშაოს?..

გავლენები ბევრ რამეზე მაქვს, მაგრამ მთავარი არის, ის ნახოთ, მე ამ გავლენებს ვიყენებ დადებითად თუ უარყოფითად, კანონს ხომ არ ვარღვევ“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები