LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მურუსიძეს შარს სდებენ” – ივანიშვილი გირგვლიანის საქმეზე

116
56917733_2001420479956397_4870556341741027328_n

“რაც იყო მაქსიმუმი, მურუსიძე კანონმდებლობას ვერ გადაახტებოდა. დღეს შარს სდებენ მურუსიძეს და მას ახსენებენ, რომ გირგვლიანის საქმე პირველ ინსტანციაში დაებრუნებინა, რამეთუ მკვლელობისთვის სასჯელი არ იყო საკმარისი”- ამის შესახებ  ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედთან” ინტერვიუში განაცხადა.

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდოამრე ამბობს, რომ  მოსამართლე ლევან მურუსიძეს არ ჰქონდა სამართლებრივი ბერკეტი, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე დაებრუნებინა წინა ინსტანციის სასამართლოში.

მისი თქმით, გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი შალვა შავგულიძე იყო, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მკვლელობაში ბრალდებულებისთვის მისჯილი სასჯელის ზომა სააპელაციო სასამართლოში არ გაასაჩივრა, რაც ივანიშვილის შეფასებით, ხელისშემშლელი ფაქტორი გახდა უზენაესი სასამართლოს მაშინდელი მოსამართლისთვის, ლევან მურუსიძისთვის, რომ საქმე პირველ ინსტანციაში დაებრუნება.

ივანიშვილი ფიქრობს, რომ შავგულიძე თამაშის მონაწილე იყო.

“არავითარი ვარირების საშუალება რიგით მოსამართლეს, მურუსიძეს უზენაეს სასამართლოში არ ჰქონდა. ადრე ვფიქრობდი, რომ შალვა შავგულიძეს ეს გამოუცდელობით მოუვიდა და შეცდომა დაუშვა, მაგრამ დღევანდელ სიტუაციას თუ შევხედავთ, გადავაფასოთ აქვე. შავგულიძის დღევანდელ პოზიციას თუ ვნახავთ – “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გახდა, “ევროპული საქართველოა”, მაგრამ ეს ერთია ჩემთვის. და ის, რაც მეგონა რომ გამოეპარა და შეცდომა დაუშვა, როცა აპელაციაში არ დაწერა, დღეს ასე აღარ ვთვლი. ის იყო თამაშის მონაწილე. და პარადოქსია, რომ დღეს საზოგადოებაში შავგულიძე ასოცირდება როგორც გმირი, რომელმაც დაიცვა გირგვლიანების ოჯახი და მურუსიძე ასოცირდება როგორც მკვლელი”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

ივანიშვილის  თქმით, ლევან მურუსიძეს, რომელიც გირგვლიანის საქმის განხილვისას უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო, ახლა ნაციონალური მოძრაობა მიზანმიმართულად ებრძვის, რადგან მან არ ისურვა, “დარჩენილიყო ნაციონალური მოძრაობის გავლენის ქვეშ”.

“ყველა მოსამართლე იყო მართული და ყველა მოსამართლეს ჰქონდა ადეიშვილის შიში, მაგრამ ფორმალურადაც კი მას არ ჰქონდა საშუალება, გირგვლიანის საქმე პირველ ინსტანციაში ჩაებრუნებინა იმიტომ, რომ შავგულიძემ მეორე ინსტანციაში არ გაასაჩივრა, როდესაც ბრალდებულებს 7-8 წელი მიუსაჯეს. შავგულიძემ დაარღვია და არა მურუსიძემ. დღევანდელი შავგულიძის პოზიციას თუ ვნახავთ, ის ნაციონალური მოძრაობის წევრი გახდა, მხარს უჭერენ არჩევნებზე, ევროპული საქართველოა, მაგრამ ეს ერთია ჩემთვის”, – თქვა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g