ფოტოგრაფი ზაქარია ჭელიძე სოცქსელში აქვეყნებს მეეზოვე ქალბატონის ფოტოებს და ჰყვება საინტერესო ამბავს მასზე.
“მისაბაძი, თან პანდემიის დროს.
გავიცანი საოცარი ქალბატონი, იზო ჩაჩუა❤❤❤
მუშაობს თბილისის მერიაში,
დასუფთავების სამსახურში, ასუფთავებს ქალაქს ყოველდღე, რათა გამოკვებოს: 10 კატა, 4 კნუტი, 3 ძაღლი… და კიდე მეტი ქუჩაში მცხოვრები ცხოველი.
თან აჭმევს სპეციალურ საკვებს, დღეში 15 ლარი მიჯდებაო.
ვიღაცისთვის სიგიჟეა, მაგრამ მე გადავირიე ამ ქალით, მისი ისტორიით და დამოკიდებულებით.
კატები და ძაღლები იღიმებიან იზოს ხელში ❤❤❤
ვიყავი ახალ ჭავჭავაძეზე. ფეხით სასიარულოდ ძალიანაც კარგია , მანქანის ტარება მე არ ვიცი.
#ზაფხულისთბილისიფოტოობიექტივში
#ზაქარიაჭელიძე”.