საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი სამშენებლო სექტორში არსებულ კადრების კრიზისზე საუბრობს და ამბობს, რომ სექტორში პროფესიონალი კადრების სერიოზული სიმცირეა.
როსტომაშვილი საქართველოს ბიზნესასოციაციის კვლევას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, გამოკითხული კომპანიების 60.2%-ის მოსაზრებით, უმთავრესი მიზეზი, რაც კადრების მოძიებას ართულებს, აპლიკანტთა არასაკმარისი ცოდნის დონეა.
მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ ეს საკითხი განსაკუთრებით მძიმედ დგას სამშენებლო სექტორში. „მუშები მაგალითად ობიექტზე სწავლობენ, არ არის სპეციალიზიებული სასწავლებლები, სადაც ბეტონის დამზადებას ასწავლიდნენ. რაც შეეხება ინჟინრებს, ამ მხრივ, კატასტროფაა,“ – აცხადებს როსტომაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“.