LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მუსიკა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია” – ივა ჭყონია პრემიერით ,,არ დაიდარდოში”

23
ivajkoniaardaidardo

ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას ,,ღვინო, დუდუკი, ქალები საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს-ასოციაციის პრეზიტენდი ივა ჭყონია სტუმრობდა, რომელმაც ეთერის საშუალებით შეგვისრულა ცოცხალი შესრულება და ისაუბრა მუსიკის როლზე მის ცხოვრებაში.

მუსიკა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. გაზრდილი ვარ ტრადიციულ ოჯახში, სადაც ქართული სიმღერის ხმა ყოველთვის ისმოდა. ჩემთვის უახლოესი ადამიანი ქეთი გაბისიანია და ალბათ ყველაზე მეტად  გამათამამა, რადგან ჩემი სიმღერების 50 პროცენტი უჭირავს მის შექმნილ სიმღერებს. ასევე მინდა გამოვყო ნანა ცინცაძე, რომლის ტექსტზეცაა ჩემი სიმღერები შექმნილი.  ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი უკავშირდება სიმღერას. ვფიქრობ, რომ სუფრა არის კარგი სიმღერა და კარგი მსმენელი.

ორიოდე სიტყვა,  რომ გვითხრა დათო არჩვაძის სიმღერაზე ,,გულს ნუ მატკენ”..

ეს იყო ბოლო სიმღერა, რომელიც 2013 წელს ჩავწერე, ამის შემდეგ სიმღერა აღარ ჩამიწერია. დათოს ორ სიმღერას ვასრულებ ,,გულს ნუ მატკენ” და ,,თბილისო გამიღიმე”.  ეს ადამიანი ჩემთვის ძალიან ახლოა, არის ჩემი შვილის ნათლია და ოჯახის წევრი. გარკვეული პერიოდი ვმოღვაწეობდი მერიაში, ვემსახურებოდი დედაქალაქს და ყოველ თბილისობაზე კომპოზიტორებს ვთხოვდი ახალ სიმღერას დედაქალაქზე, სწორედ იმ პერიოდში დაწერა დათომ ,,თბილისო გამიღიმე”.

მოგვიყევი სიმღერაზე ,,ქსოვრელები მღერიან”..

დაახლოებით 2011 წელია და ვიმყოფებით გასტროლზე, თეატრალურ კვარტეტთან, ნუნუ დუღაშვილთან და მაცაცო სებისკვერაძესთან ერთად. ერთ-ერთმა ჩვენმა ხელმძღვანელმა აიკვიატა ეს სიმღერა და ჩვენც მოგვეწონა, მეგონა, რომ იყო ქსოვრელების და თურმე გენიალური ადამიანის, ბატონი ვაჟა აზარაშვილის ყოფილა. იქედანვე დავრეკეთ და გავაკეთეთ ულტრა თანამედროვე არანჟირებით, ჩამოვედით და ჩავწერეთ კიდეც. ბატონ ვაჟას იმდენად მოეწონა სიმღერის ახლებური ვერსია, რომ მის კონცერტზეც კი შევასრულე. არა მარტო ეს, არამედ კიდევ ბევრი სიმღერა მაქვს თეატრალურ კვარტეტთან ერთად ჩაწერილი.

ახლა კი ვისაუბროთ  სიმღერაზე  ,,გულით მინატრიხარ”, რომელმაც მთელი ინტერნეტსივრცე დაიპყრო..

ეს არის ხათუნა ხოფერიას ტექსტზე გაკეთებული ქეთი გაბისიანის სიმღერა, რომელიც ჩაიწერა სტუდია ,,უნივერსალში”, დათო უგრეხელიძესთან და ადევს ჩემი უახლოესი  მეგობრის გიორგი მაისურაძის ბექები .  2011 წელს შედგა პრემიერა გადაცემა ,,პროფილში” . ჩემთვის ერთ-ერთი თბილი და კარგი სამღერი სიმღერაა. ვფიქრობ, რომ სიმღერაში მთავარი ხასიათია, რომელსაც სჭირდება გამთბარი გული.  გაქვთ ძალიან კარგი გადაცემა და  მინდა გისურვოთ წარმატებები.

 

ივა ჭყონია – ჩემი ფიქრები

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ივა ჭყონია – მიყვარხარ. პრემიერა, Live

 

ივა ჭყონია – ქალი ქალობს. Live

 

ივა ჭყონია. გადაცემა “ღვინო დუდუკი ქალები”. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები