LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მუსიკა, რომელიც დროს უსწრებს, სიტყვები, რომლებიც სულში რჩება“ – თბილისის საკონცერტო დარბაზში ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

1443
ირაკლი ჩარკვიანი

2 მაისს, 20:00 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზში – SPARKS-ის ორგანიზებით, ლეგენდარული ქართველი მუსიკოსის – ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედება, ქართველი მომღერლები კიდევ ერთხელ გააცოცხლებენ.

ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, მუსიკალურ საღამოში მონაწილეობას მიიღებენ ქეთათო, ნანა ჩარკვიანი, სტეფანე, ნინა სუბლატი, თორნიკე ყიფიანი, გუგა მაჭარაშვილი, Faniko და Asea sool.

„მუსიკა, რომელიც დროს უსწრებს, სიტყვები, რომლებიც სულში რჩება… მოვიდა დრო, კვლავ ვიგრძნოთ ის, რაც მეფემ დაგვიტოვა!

ქართული ალტერნატიული მუსიკის ლეგენდა ირაკლი ჩარკვიანი, მსმენელისთვის დღემდე განსაკუთრებით საყვარელი და ღირებული მუსიკოსია. მან მუსიკალური მოღვაწეობა 1976 წელს ჯგუფ „არიშთან“ ერთად დაიწყო. ამის შემდეგ ის დადა დადიანთან, ბიჭიკო ოსიპოვთან და კახა კიკაბიძესთან ერთად ჯგუფი “ტაქსის” წევრი იყო, რომელმაც 1990-იან წლებში ქართველ მსმენელში საკმაო პოპულარობა მოიპოვა. 1990-იანი წლების დასაწყისში მუსიკოსი ასევე უკრავდა ჯგუფ „Children’s Medicine“-ში, 1990-იანი წლების მიწურულს კი მონაწილეობდა პროექტ „Daira“-ში.

რაც დრო გადის, ირაკლი ჩარკვიანის მუსიკა კიდევ უფრო ღირებული ხდება და შეიძლება ითქვას, აქტუალურობას არასოდეს კარგავს. მისი დამსახურება ქართული მუსიკის და არა მარტო მუსიკის, არამედ მთლიანად თანამედროვე ქართული კულტურის წინაშე დიდია. ამას მსმენელი კარგად გრძნობს და შეიძლება ითქვას, „მეფე“ დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი მუსიკოსია, რომლის სიმღერებსაც ახალი თაობაც კარგად იცნობს და ზეპირად მღერის.

2 მაისს, არაჩვეულებრივ ქართველ მუსიკოსებთან ერთად, თბილისის საკონცერტო დარბაზში, ირაკლი ჩარკვიანის საოცარ შემოქმედებას, კიდევ ერთხელ გავიზიარებთ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g