იაპონელმა კომპოზიტორმა, რიოძი იკსედამ Red Bull Music Academy-სთან ერთად განახორციელა პროექტი, რომესაც A (For 100 cars) დაარქვა. პროექტის ფარგლებში ლოს–ანჯელესის ერთ-ერთ პარკინგზე ასი ავტომობილის აუდიოსისტემა ერთსა და იმავე ბგერას, თუმცა სხვადასხვა სიხშირეზე უკრავდა.
ყველა ავტომობილი ნოტ ლა-ს უკრავდა. როგორც გამოცემა Autoweek აღნიშნავს, იკსედამ შენიშნა, რომ ეს ნოტი სხვადასხვა სიხშირეს შეესაბამება, მიუხედავად იმისა, თუ რა პირობებში ჟღერდება. მაგალითად, ძველ ორღანზე მისი ჟღერადობის სიხშირე 376,3 ჰერცს შეესაბამება, ნიუ იორკის ფილარმონიის ორკესტრისა და ბოსტონის სიმფონიური ორკესტრისთვის ეს მაჩვენებელი 442 ჰერცს უდრის, ეს კი მაშინ, როდესაც ლა-ს ჟღერადობის სტანდარტული სიხშირე 440 ჰერცია.
იკედასა და Red Bull Music Academy-ს პროექტის ფარგლებში, ავტომობილებს, რომლებიც ექსპერიმენტში იღებდნენ მონაწილეობას, სპეციალური მოწყობილობები მიუერთეს, რომლებიც ნოტ ლა-ს სხვადასხვა სიხშირეზე უკრავდნენ. პერფორმანსი 28 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.
რიოძი იკედასთვის ეს ბგერების პირველი ექსპერიმენტი არ არის. წინათ მან პროექტი matrix წარმოადგინა.