LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მუსიკის ჰანგები“ მსოფლიო დონის მიუზიკლია .. მადლობა პირველ რიგში დათო დოიაშვილს, იმისთვის რომ არსებობს ახალი თეატრი – ნინჩო ჯიბლაძე

314
Untitled design - 2023-02-10T224058.549

„გალფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის უფროსი ნინჩო ჯიბლაძე სპექტაკლ „მუსიკის ჰანგებზე“ გადაღებულ ვიდეოს აზიარებს და წერს, რომ სპექტაკლს კიდევ ბევრჯერ დაესწრებოდა, თუ გაუმართლებს და ბილეთს კიდევ იშოვის.

„არ ვიცი იმიტომ რომ ჩვენია, თუ რა არის მიზეზი… “მუსიკის ჰანგები” მსოფლიო დონის მიუზიკლია ნამდვილად, მართლა ერთ-ერთი საუკეთესო წარმოდგენაა, რაც ოდესმე მინახავს.

სიტყვები ზედმეტია – მადლობა ყველას ვინც ეს შეძელით:

დათო დოიაშვილს პირველ რიგში, იმისთვის რომ არსებობს – ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი…

ყველა მსახიობს და ყველა პროფესიონალს ვინც ქმნის ამ სპექტაკლებს…

ჩემს მეგობარ ნიკოლოზ რაჭველს – ჩვენი ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნური მუსიკის ასეთი მშვენიერი ქართული ვერსიისთვის.

ათჯერ მოვიდოდი, მეტჯერაც – თუ ოდესმე ვიშოვი კიდევ ბილეთს“. – წერს ნინჩო ჯიბლაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები