ფილმ „მუსიკის ჰანგების“ საუნდტრეკი, ამერიკის ეროვნულ საგანძურად აღიარეს. თავისი კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის გამო, მას კონგრესის ბიბლიოთეკის ეროვნულ რეესტრში შეიტანენ.
ასეთივე სტატუსი მიენიჭება ჯგუფ Fleetwood Mac-ის 1977 წელს გამოშვებულ ალბომს „Rumours“, ტონი ბენეტის სიმღერას „I Left My Heart In San Francisco“, Bill Haley & His Comets-ის სიმღერას „Rock Around The Clock“ და Temptations-ის ნამუშევარი „My Girl“.
ჩანაწერების საერთო რაოდენობამ 500-ს მიაღწია. ყოველწლიურად სიას 50 ახალი მასალა ემატება, რომელიც მინიმუმ 10 წლისა.