20 დღეზე ნაკლები დრო და ქუთაისიდან ვენას მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები განახლდება. 3 სთ და 20 წთ – ეს არის დრო, რომელიც მუსიკის, კულტურის და ხელოვნების ქალაქში ქუთაისიდან გაშორებთ.
29 ივნისიდან ქუთაისი-ვენა-ქუთაისის საჰაერო ხაზზე ოპერირებას „ვიზეარი“ განაახლებს. ბილეთების შეძენა, სასურველი თარიღის მიხედვით, უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ვებგვერდზე შეგიძლიათ: https://wizzair.com/ka-ge#/
მანამდე კი აღსანიშნავია, რომ ქუთაისის აეროპორტიდან – პოლონეთის კიდევ ერთი ქალაქის, ვროცლავის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები დაიწყება. 26 ივნისიდან ბაროკოსა და გოთიკის არქიტექტურით დამშვენებულ ძველ ქალაქში მოგზაურობა კვირაში ორი სიხშირით, ოთხშაბათს და შაბათს იქნება შესაძლებელი. ამ მიმართულებაზეც „ვიზეარი“ იფრენს.