„ქართველი ხალხია კანონის მიმღები და არა მოსკოვი!“ – წერს სოციალურ ქსელში მუსიკოსი ბექა გოჩიაშვილი და აღნიშნულით „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში ხელახლა ინიციირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეხმაურება.
როგორც გოჩიაშვილი ამავე პოსტში აღნიშნავს, დაწყებული ბრძოლა ხანგრძლივია:
ნიაზ დიასამიძე: „2×2=4, ამ კანონს მუხლები კოჭებში ეტყობა“
„ვთქვი და კიდევ ვიმეორებ…ზუსტად ვიცი რომ ამ კანონს ვერ მიიღებენ და ჩვენსას გავიტანთ… მაგრამ!!!!! მხოლოდ ეს არ იქნება ჩვენი ქვეყნის მშვიდობის გარანტი, უფრო მეტს გაბედავენ, არ ვიზეიმოთ დროზე ადრე რაც გვჩვევია!
რატომღაც ძალიან ბევრჯერ ეპატიათ. ბევრი პროტესტი, ყვირილი, ქუჩაში დგომა მაგრამ მაინც ეპატიათ!!!!!
ბრძოლა არის ხანგრძლივი და არა მხოლოდ დღევანდელ დღეს, ეს 83 რუსულ ვოდკაზე გაყიდული სამარცხვინო სუბიექტი უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან!
ქართველი ხალხია კანონის მიმღები და არა მოსკოვი!“ – წერს ბექა გოჩიაშვილი.
ვთქვი და კიდევ ვიმეორებ… ზუსტად ვიცი რომ ამ კანონს ვერ მიიღებენ და ჩვენსას გავიტანთ… მაგრამ!!!!! მხოლოდ ეს არ იქნება…
Posted by Beka Gochiashvili on Wednesday 17 April 2024