LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუსტაფა ემრე ჩაბუქი 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

106

მუსტაფა ემრე ჩაბუქი 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა, რამდენიმე წუთის წინ მიიღო. მოსამართლის ამ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ახლობლები და თანამშრომლები, რომლებიც სხდომათა დარბაზის გარეთ ელოდებოდნენ, ტაშით შეხვდნენ.
დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი, 2017 წლის 24 მაისს დააკავეს. მიზეზი თურქული მხარის მოთხოვნა იყო, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩაბუქი ფეთჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობას უწყობდა ხელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები