მუსტაფა ემრე ჩაბუქის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას თურქეთის ციხეში საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა, ზექი ლევენ გუმრუქჩუმ, განაცხადა.
“ემრე ჩაბუქს თურქეთის სასამრთლოს მიერ ბრალი აქვს წარდგენილი და ამ ბრალის გადასამოწმებლად ერთადერთი გზა არსებობს, რომ ის წარსდგეს თურქული სასმართლოს წინაშე,” – აცხადებს გუმრუქჩუ.
ელჩის განცხადებით, თურქეთის სასმართლო არის დამოუკიდებელი და არავის არ ემუქრება წამება და არაადამიანური მოპყრობა.