LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mustang-ის ჰიბრიდი აუქციონზე გაიყიდება

mustang

Barett-Jackson-ის აუქციონის სახლმა გასაყიდად უჩვეულო ავტომობილი გამოიტანა. Tractorri-ის კუპე Ford Mustang-ს მხოლოდ გარეგნულად ჰგავს, ძარის ქვეშ კი Lamborghini Gallardo-ს „შიგნეულობა“ იმალება. ავტომობილის შესაქმნელად 700 ათასი დოლარი დაიხარჯა, ამიტომ მისი ღირებულება ძალიან ხელმისაწვდომიც არ იქნება.

Tractorri-მ თავისი ცხოვრება 2007 წელს, როგორც Mustang-მა ისე დაიწყო. ავტომობილში 5.0 V10 ძრავი ჩაამონტაჟეს. სუპერქარმა ახალი სამუხრუჭე სისტემა და გადაცემათა კოლოფიც მიიღო. დონორი მანქანის ძარას ფერი შეუცვალეს, წინა ნაწილში Porsche 911 Turbo-ს ნაწილები, უკან კი „ლამბოს“ ფარები დაამონტაჟეს.

„მუსტანგის“ სალონში მოდიფიცირებული წინა პანელი და ორიგინალური წინა კონსოლი დააყენეს. განახლდა სავარძლებიც და სუპერქარმა თანამედროვე კლიმატ-კონტროლიც მიიღო.

აღსანიშნავია, რომ Tractorri-ს ახალი პატრონი ავტომობილთან ერთად წიგნსაც მიიღებს. სადაც სუპერქარის მშენებლობის პროცესი დეტალურად იქნება აღწერილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g