LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუსულმან ქალებს ჩადრის ტარება, შესაძლოა, აეკრძალოთ

363

სენეგალში, შესაძლოა, ქალებს ჩადრის ტარება აუკრძალონ,“ბიბისის“ ინფორმაციით, ქვეყნის მთავრობა აღნიშნულ ცვლილებაზე უკვე მუშაობს. მათი მოსაზრებით, ჩადრში, შესაძლებელია, შეიარაღებული ტერორისტები იმალებოდნენ. სენეგალი არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც სახის საბურავებზე უარს ამბობენ.

ზოგ მუსულმან ქალს ქუჩაში აცვია ფარანჯა, რომელიც სახესა და სხეულს მთლიანად ფარავს. ამასთან, თვალები დაფარულია სპეციალური ბადით, რომლიდანაც ქალს ყველაფრის დანახვა შეუძლია, თუმცა სხვა მის თვალებს ვერ დაინახავს.

სენეგალის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ასეთი სამოსი ქვეყნის უსაფრთხოებას პრობლემებს უქმნის, რადგან ქალის სამოსი არაერთხელ გამოუყენებიათ ტერორისტებს, რათა ასაფეთქებელი მოწყობილობები შეეტანათ ქვეყანაში.

ქვეყნის შს მინისტრი აბდულაე დაუდა მოითხოვს სამოსის კიდე უფრო მკაცრ შეზღუდვას. სენეგალი ექსტრემისტულ დაჯგუფება „ბოკო ჰამასის“ მუდმივი საფრთხით ცხოვრობს.

151119164349_burka_4_624x415_bbc_nocredit

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g