LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუზეუმები, ეკლესიები და ჰოლოკოსტის მემორიალი – იუნესკოს განცხადებით, უკრაინაში 53 ისტორიული ობიექტი მნიშვნელოვნად დაზიანდა

144
Untitled design (9)

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე, უკრაინაში უკვე 53 ისტორიული ადგილი და ობიექტი მნიშვნელოვნად დაზიანდა.

მონაცემებს გაეროს კულტურული სააგენტო ავრცელებს და აცხადებს, რომ სია უახლესია, თუმცა არა ამომწურავი, რადგან განადგურებული ღირსშესანიშნაობების აღრიცხვა გრძელდება.

დაზიანებულ ობიექტებს შორის არის მუზეუმები, ეკლესიები, თეატრები და ჰოლოკოსტის მემორიალი.

“ეს არის უახლესი სია, მაგრამ ის არ არის ამომწურავი, რადგან ჩვენი ექსპერტები აგრძელებენ უკრაინის ხელისუფლების მიერ შეტანილი რამდენიმე მოხსენების გადამოწმებას”, – განაცხადა იუნესკოს სპიკერმა.

მისივე თქმით, იუნესკომ უკრაინის ხელისუფლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად გამოიყენა სატელიტური სურათები და თვითმხილველების ანგარიშები შემთხვევის ადგილიდან.

სააგენტოს მონაცემებით, დაზიანებულია ათზე მეტი ადგილი აღმოსავლეთ ხარკოვის რეგიონში, რომელიც ინტენსიურად იბომბებოდა – დაზიანებულია ეკლესიები თანამედროვე ძეგლები.

იუნესკოს ანგარიშის მიხედვით, სულ დაზიანებულია 29 რელიგიური ადგილი, 16 ისტორიული, ოთხი მუზეუმი და ოთხი შენობა.

ამ მონაცემებში არ შედის ინფორმაცია ალყაში მოქცეული ქალაქ მარიუპოლისა და ქალაქ ხერსონის შესახებ, რომელიც რუსმა სამხედროებმა დაიკავეს.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

magti 5g