LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მწერალი, აფხაზეთში დაბრუნებაზე მეოცნებე და დასაოჯახებელი – ექიმები, რომლებიც პანდემიამ გაგვაცნო

1422
eqimebi saboloo

მსოფლიოს ცხოვრება კორონავირუსმა რადიკალურად შეცვალა. სკეპტიკოსები ამბობენ, რომ ისეთი ცხოვრება, როგორიც 2020 წლამდე გვქონდა, შესაძლოა აღარ გვქონდეს. ყველაზე კარგი პროგნოზითაც კი, ძველ ცხოვრებას რამდენიმე წლის შემედეგაც ვერ დავუბრუნდებით.

პანდემიის ქრონოლოგია კი ასეთია:

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

30 იანვარს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

2020 წლის 11 მარტს, ჯანმომ პანდემია გამოაცხადა და ბევრი ამბობდა, რომ ეს ნაბიჯი უკვე დაგვიანებული იყო, თუმცა მაშინ ჯერ კიდევ ვერავინ წარმოიდგენდა, რამხელა საფრთხის წინაშე იდგა მსოფლიო და კიდევ რამდენი დრო დაგვჭირდებოდა იმისთვის, რომ კოვიდ- 19 -თან ბრძოლა გვესწავლა.

ამ გზაზე კიდევ ბევრი რამ არ ვიცით. ბრძოლის პირველ ხაზზე კი დგანან ექიმები, რომლებიც ცდილობენ, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი გადაარჩინონ.

ასეთი ექიმი ძალიან ბევრია. „ფორტუნამ“ გადაწყვიტა თქვენი ყურადღება შეაჩეროს იმ ექიმებზე, რომლებიც პანდემიის ფონზე სოციალურ ქსელში მუდმივად აქტიურობენ და ცდილობენ, არც ერთი კითხვა არ დატოვონ უყურადღებოდ.

მათ მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსი მკითხველის დიდ ინტერესს იწვევს.

ასეთ ექიმთა შორისაა პროფესორი გიორგი ფხაკაძე.

ის ყოველთვის ემოციურად ცდილობს დაგვარწმუნოს ნათქვამის სიმართლეში. ბრაზობს, როდესაც მთავრობა მისი აზრით, არასწორ გადაწყვეტილებას იღებს და ვერც სიხარულს მალავს, როდესაც მის რჩევას ითვალისწინებენ.

ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, მედიცინის დოქტორი გიორგი ფხაკაძე 2021 წლიდან არის ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI, the Vaccine Alliance), დამოუკიდებელი განხილვის კომიტეტის წევრი.

დაიბადა ქუთაისში 1976 წელს. ოჯახური მდგომარეობა – დასაოჯახებელი.

მოქალაქეებისთვის ყოველთვის საინტერესოა ნებისმიერ კითხაზე ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის პასუხის მოსმენა.

 

ის 1980 წელსაა დაბადებული. 2010 წლიდან მუშაობს ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრში (ბავშვთა ალერგოლოგი).  2011 წელს გახდა ევროპის რესპირაციული საზოგადოების ახალგაზრდა წევრი. პროფესიას წარმატებით უთავსებს ტელეწამყვანობას.

აქტიურადაა ჩართული იმუნიზაციის პროცესში და ბოლო დროს სხვადასხვა რეგიონში მასწავლებელთა აცრის პროცესში ჩაერთო.

ოჯახური მდგომარეობა- დასაოჯახებელი.

 

სოფო ჯაფარიძე – სოციალურ ჯგუფ „მედდიგის“ დამფუძნებელი.

„მედ­გი­დი” –  პან­დე­მი­ის დროს 2020 წლის ნოემბერში ხალ­ხის სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მიზ­ნით შე­იქ­მნა, ორჯერ და­იბ­ლო­კა. ექი­მი-სტო­მა­ტო­ლო­გი სოფო ჯაფარიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.  ამბობს, რომ ჯგუფი მიზანმიმართული შეტევის მსხვერპლია.

„მყავს მეუღლე და სამი ბიჭი. უფროსი 11 წლისაა, შუათანა – 5-ის და ნაბოლარა – ერთის. მეუღლე ამ რთულ სიტუაციაში ყველანაირად მიწყობს ხელს. პატარები ბევრს ვერაფერს ხვდებიან, მაგრამ უფროსი მეუბნება, დედიკო, ასეთ მაგარ საქმეს რომ აკეთებ, იცი, მე რა ამაყი ვარო?! ეს სულ სხვა ბედნიერებაა ჩემთვის. ამას წინათ შუათანა მეკითხებოდა, დედიკო, რატომ აღარ გიყვარვარო? ჩათვალა, რომ რაკი მუდმივად კომპიუტერთან ვზივარ, ან ტელეფონზე ვლაპარაკობ, რის გამოც მისთვის ნაკლები დრო მრჩება, ძველებურად აღარ მიყვარს… მართლაც ძალიან მიხარია, თუ ადამიანებს იმედი ჩავუსახეთ ჩვენი და ჩვენი ჯგუფის არსებობით“, – ამბობს სოფო „კვირის პალიტრასთან“ საუბარში.

ქართველი კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი, უკვე წლებია, რაც ემიგრაციაშია. ჯერ მოსკოვში იყო , 10 წლის წინ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად და ამჟამად, ნიუ- იორკის ყველაზე წარმატებულ ჰოსპიტალში მუშაობს. ამერიკაში დაიბადა მისი ორი შვილი – ნინო და ანა-მარია, რომლებიც ქართულ გარემოში იზრდებიან და ქართულიც კარგად იციან.

 

ნანა ოცნებობს, რომ დაბრუნდეს მის მშობლიურ მხარეში – აფხაზეთში.

ყოველთვის ინტერესით ელიან ამერიკაში მომუშავე ზურაბ გურულის სტატუსებს.

ის ამჟამად, ამერიკაში მისისიპის შტატის დედაქალაქ ჯექსონის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი და მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორია.

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ზურაბ გურული მწერალიცაა.  მისი ესეები და სტატიები პერიოდულად ქვეყნდება ქართულ და უცხოურ პრესაში.

„არტანუჯმა“ 2018 წელს გამოსცა ზურაბ გურულის სადებიუტო რომანი „სპილო წყვდიადში“. 2019 წელს კი გამოქვეყნდა მის მიერ თარგმნილი ედგარ ალან პოს „ყორანი და სხვა ლექსები“.

ყოველთვის დიდი ინტერესით ეცნობიან ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორის დავით გადელიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსებს. 

დავით  გედალიას რეკომენდაციებს ბევრი ითვალისწინებს.

 

დაიბადა სენაკში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1983 წელს დაამთავრა.

საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი ედპ-ს პარტიული სიით.

ბერლინში შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის პნევმოლოგიისა და ინფექციურ განყოფილებაში მომუშავე ექიმი-პულმონოლოგი თამარ ჟამურაშვილის განცხადებებს არაერთხელ დაუმსახურებელია თენგიზ ცერცვაძის კრიტიკული პასუხი.

თენგიზ ცერცვაძე ამბობდა, რომ ევროპიდან კრიტიკა ადვილია. ჟამურაშვილი ამჟამად, თბილისში იმყოფება და უკვე ქვეყნის შიგნიდან ადევნებს თვალს ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას და რჩევებს გვაძლევს.

 

ბუნებრივია, პანდემიასთან მებრძოლი ექიმების რიცხვი ძალიან დიდია… ჩვენ ამ ეტაპზე, მხოლოდ რამდენიმე მათგანზე შევაჩერეთ თქვენი ყურადღება.

ისინი ხშირად კამათობენ, ზოგჯერ განსხვავებულ მოსაზრებებსაც ვისმენთ, თუმცა ერთ რამეში ყველა თანხმდება –  დღეს, ყველას საერთო მტერი კოვიდ 19-ია, მისი დამარცხების გზა კი ვაქცინაცია.

პოპულარულები