LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მწუხარებას გამოვთქვამთ ბერ სერაფიმეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიას“ – „საპატრიარქოს უწყებანი“

161
ბერი სერაფიმე

26 მარტს საფარის ღირსი საბა განწმენდილის სახელობის მამათა მონასტრის წევრი, ბერი სერაფიმე (ხახალეიშვილი) გარდაიცვალა.

„ტირის ქუთაისი… როგორ მეგონა, რომ დაუძვრებოდი სიკვდილს, მამა სერაფიმე…“ – სამწუხარო ინფორმაცია, რომელიც ახლახან გავრცელდა

ბერი სერაფიმეს გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს „საპატრიარქოს უწყებანი“ და სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

„ამა წლის 26 მარტს გარდაიცვალა საფარის ღირსი საბა განწმენდილის სახელობის მამათა მონასტრის წევრი, ბერი სერაფიმე (ხახალეიშვილი).

ბერი სერაფიმე დაიკრძალება შაბათს, 29 მარტს ამავე მონასტრის ეზოში.

მწუხარებას გამოვთქვამთ ბერ სერაფიმეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიას, მონასტრის საძმოსა და განსვენებულის ახლობლებს.

უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული.

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული ბერი სერაფიმე“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

▪ სამძიმარი ▪ ⛪ ამა წლის 26 მარტს გარდაიცვალა საფარის ღირსი საბა განწმენდილის სახელობის მამათა მონასტრის წევრი, ბერი…

Posted by საპატრიარქოს უწყებანი on ოთხშაბათი, 26 მარტი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g