LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი ანსამბლის მოცეკვავის დედის გარდაცვალების გამო… სამწუხაროდ, ვერაგმა ავადმყოფობამ არ დაინდო“ – ანსამბლი „ცისკარი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

420
ლიკა შუშანია

ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ცისკარის“ ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

ანსამბლის ცნობით, გარდაიცვალა „ცისკარის“ მოცეკვავის დედა – ლიკა შუშანია. ანსამბლის ადმინისტრაცია მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს თანადგომას უცხადებს.

„სამწუხარო და დასანანია ასეთი ახალგაზრდა დედის წასვლა ამ ქვეყნიდან. სიცოცხლეს ძალიან ბევრი ებრძოლა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერაგმა ავადმყოფობამ არ დაინდო.

სამი შვილის დედა წავიდა ამქვეყნიდან.

ჩვენ, ანსამბლ „ცისკარის“ ხელმძღვანელები და მშობლები, მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი ანსამბლის მოცეკვავის დედის, ლიკა შუშანიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ განსვენებულის ოჯახს. უფალს ებარებოდეს ლიკას სული“, – წერია სამძიმრის წერილში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები