LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი სკოლის მოსწავლის, ლუკა დედანაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო“ – გორის N12 საჯარო სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს

241
ლუკა დედანაშვილი

გორის N12 საჯარო სკოლა ამავე სკოლის მოსწავლის, ლუკა დედანაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

გორში 16 წლის მოზარდი მდინარეში დაიხრჩო

საგანმანათლებლო დაწესებულება სამძიმრის წერილს „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს და მოზარდის ოჯახს თანადგომას უცხადებს.

„სსიპ ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგიური კოლექტივი, ტექპერსონალი, მშობლები და მოსწავლეები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ჩვენი სკოლის მოსწავლის, ლუკა დედანაშვილის, ტრაგიკულად გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობენ მის ოჯახს“, – აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

სსიპ ქალაქ გორის N12 .საჯარო სკოლის დირექცია,პედაგოგიური კოლექტივი,ტექპერსონალი, მშობლები და მოსწავლეები ღრმა მწუხარებას…

Posted by სსიპ ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლა on პარასკევი, 13 ივნისი, 2025

ცნობისათვის, არსებული ინფორმაციით, 16 წლის მოზარდი მდინარეში დაიხრჩო. არსებული ცნობითვე, შემთხვევა 12 ივნისს, სო­ფელ თე­დოწ­მინ­დის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რიაზე მოხდა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

magti 5g