LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მწვადს შევწვამთ, ყავაზე დავპატიჟებ, ფეხბურთის მატჩზე წავალთ, იმისთვის, რომ “ოცნების” დეპუტატებთან ადამიანური ურთიერთობა დავამყარო: მეგრელიშვილი

83
Untitled design (5)

“სახლშიც დავპატიჟებთ, მწვადს შევწვამთ, ყავაზე დავპატიჟებ, კაფეში, ფეხბურთის მატჩზე წავალ მათთან ერთად, მათ ბავშვებს გავიცნობ,” – დღეს, საკანონმდებლო ორგანოში მისულმა “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, კომუნიკაციის იმ ფორმებზე ისაუბრა, რომლითაც დეპუტატებთან აპირებს ურთიერთობას.

ამის შესახებ ვახტანგ მეგრელიშვილმა, იუმორით იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც, საინტერესოა, თუ როგორ დაარწმუნებს მმართველი გუნდის წევრებს, “გირჩმა” საკუთარი გეგმა განახორციელოს:

“სახლშიც დავპატიჟებთ, მწვადს შევწვამთ, ყავაზე დავპატიჟებ, კაფეში, ფეხბურთის მატჩზე წავალ მათთან ერთად, რავიცი, მათ ბავშვებს გავიცნობ. ბევრ რამეს გავაკეთებ იმისთვის, რომ ამ ადამიანებთან ადამიანური ურთიერთობა დავამყარო.

თქვენ ძალიან უცნაურად წარმოგიდგენიათ პარლამენტარების საქმიანობა. 21 წლის წინ ვმუშაობდი აქ პარლამენტარის თანაშემწედ და მაშინ ყველაფერი კეთდებოდა კულუარებში, კაბინეტებში, არა კომიტეტის სხდომებზე, არამედ სხვანაირად. რავიცი, შეიძლება, შევარდნაძის დრო იყო.” – თქვა მეგრელიშვილმა.

შეგახსენებთ, პარტია “გირჩის” წევრები ვახტანგ მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია, პარლამენტში მივიდნენ.

მათ დღესვე ხელი მოაწერეს პოლიტიკური პარტიებისთვის ევროკავშირისა და აშშ-ის მედიაციით შეთავაზებულ დოკუმენტს და აღნიშნეს, რომ ახლა, იგივე ნაბიჯს მმართველი გუნდისგან ელოდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g