ბრედ პიტი თავისი ახალი ფილმის, Bullet Train პრემიერით ევროპის ქალაქებს სტუმრობს. ჯერ იყო პარიზი, სადაც მან ვარდისფერი „ლუქი“ მოირგო, ბერლინში, წითელ ხალიჩაზე ყავისფერი ქვედაბოლოთი გამოჩნდა, ახლა კი ბრედი და მისი კოლეგები ლონდონში იმყოფებიან. პიტის მორიგი იმიჯი მწვანე იყო, მას კომფორტული ორეული ამშვენებდა.
ფოტო ობიექტივის წინაშე 58 წლის ბრედი თამამად პოზირებდა და ძალიან ბევრს ხალისობდა. მასთან ერთად აარონ ტეილორ ჯონსონი და ბრაინ ტაირი ჰენრიც იყვნენ, რომლებმაც პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სასურველ მამაკაცი ჰაერში აიტაცეს. საბოლოოდ ისტორიას, კინოპრემიერიდან საკმაოდ შთამბეჭდავი ფოტოები დარჩა.