LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მწვანე ქალღმერთი“ აუქციონზე გაიყიდება

77
maxresdefault

ელიზაბეტ ტეილორის უნიკალური Rolls – Royce სახელად – „მწვანე ქალღმერთი“ აუქციონზე გამოიტანეს. როგორც ცნობილია, მსოფლიოში სულ 20-მდე Silver Cloud-ია შემორჩენილი და მათი განსაკუთრებულობა იმაშია, რომ მოდელს საჭე მარცხენა მხარეს აქვს განთავსებული. თავის დროზე კინოვარსკვლავმა ავტომობილი საქორწინო კაბას შეუხამა და მწვანე ფერიც ამის გამო შეარჩია.

მსახიობი ავტომობილს 20 წლის განმავლობაში იყენებდა, თუმცა ის მაინც ძალიან კარგ მდგომარებაშია შენარჩუნებული. გარბენი 60 ათასი კილომეტრს შეადგენს და ფასი კი 600 ათასი დოლარიდან დაიწყება.

აუქციონი 2019 წლის 6 აგვისტოსთვისაა დაგეგმილი და Rolls-Royce-თან ერთად ელიზაბეტის „ფერარიც“ გაიყიდება. ამ უკანასკნელის საწყისი ღირებულება 450 ათასი ევრო იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g