LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მწვანე სტატუსის” შემოღებამ სასტუმროს სტუმრებს გადაწყვეტილების მიღება გაუმარტივა, თუ სად და როგორ გაატარებენ ახალ წელს – ლოპოტა სპა რეზორტი

148
1497802098-1497461645-lopota6

ახალი წლის ღამე Lopota Lake Resort & Spa-ში უკვე 65%-ითა დაჯავშნილი.

Lopota Lake Resort & Spa-ს გენერალური მენეჯერი მაკა ღლიღვაშვილი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში კოვიდ-რეგულაციების შემსუბუქებამ და 1-ლი დეკემბრიდან “მწვანე სტატუსის” შემოღებამ სასტუმროს სტუმრებს გადაწყვეტილების მიღება გაუმარტივა, რათა თამამად დაგეგმონ, თუ სად და როგორ გაატარებენ ახალ წელს. სასტუმროს მენეჯერი აცხადებს, რომ Lopota Lake Resort & Spa-სთვის დეკემბერი დატვირთული თვე იყო.

„ახალი წლის ღამეზე ჯავშნები გაქვს როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო ბაზრებიდან. გეტყვით, რომ ახალი წლისთვის ჯავშნების 30%-ი საერთაშორისო მოგზაურებზე მოდის. ქვეყნებს რაც შეეხება ესენი არიან: უზბეკეთი, ყაზახეთი, უკრაინა, რუსეთი და ყირგიზეთი. ასევე გვაქვს რამდენიმე ევროპული ჯავშანი, მაგალითად იტალიიდან. ახალ წელს ლოპოტაზე ყოველთვის განსაკუთრებული განწყობითა და ემოციით ვხვდებით“, – ამბობს Lopota Lake Resort & Spa-ს გენერალური მენეჯერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g