LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მწვერვალებზე შეყვარებული ნიკო ფალიანი აღარ ჰყავს სვანეთს… უშბიდან ამომავალი მზე, უკვე მეორედ ჩამიქრა“ – უშბაზე ექსპედიციის დროს დაღუპულ მთამსვლელსა და სამთო გიდს, ნიკოლოზ ფალიანს ემშვიდობებიან

307
ნიკოლოზ ფალიანი

ალპინისტი და სამთო გიდი, 29 წლის ნიკოლოზ ფალიანი უშბაზე ექსპედიციის დროს დაიღუპა – სამწუხარო ინფორმაცია, თავდაპირველად, სოციალურ ქსელში ნიკოლოზ ფალიანის მეგობრებმა გაავრცელეს.

უშბაზე მთის გიდი ნიკოლოზ ფალიანი დაიღუპა: „დავკარგეთ არამხოლოდ მეგობარი, არამედ ადამიანი, რომლის სიმამაცე, სითბო და ძალა ყველასთვის შთაგონება იყო. მთები იყო შენი ეშხი და შენი სული, და სწორედ იქ დაგვტოვე შენს საყვარელ სივრცეში“

ნიკოლოზ ფალიანის გარდაცვალების შესახებ ასევე სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა ფეისბუკის გვერდმა Adrenaline.

„დიდი მწუხარება დაგვატყდა თავს, დღეს შევიტყვეთ ნიკოლოზ ფალიანის ტრაგიკულ დაღუპვის შესახებ უშბაზე ექსპედიციის დროს.

ნიკოლოზ ფალიანი იყო გამორჩეული ალპინისტი და სამთო გიდი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტურიზმის განვითარებაში.

მისი გარდაცვალება დიდი დანაკარგია როგორც მისი ოჯახის, მეგობრებისა და სვანეთისთვის, ასევე მთელი სპორტის და ტურიზმის საზოგადოებისათვის.

ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებს, თანამოაზრეებს, სვანეთს და საქართველოს მთელს საზოგადოებას.

ნიკოლოზის ძალა, სიმამაცე და სიყვარული მთების მიმართ მუდამ დარჩება ჩვენთან.

Adrenaline-ის გუნდი“, – წერია Adrenaline-ს მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

😢 დიდ მწუხარება დაგვატყდა თავს, დღეს შევიტყვეთ ნიკოლოზ ფალიანის ტრაგიკულ დაღუპვის შესახებ უშბაზე ექსპედიციის…

Posted by Adrenaline on ხუთშაბათი, 22 მაისი, 2025

უშბის მთაზე მომხდართან დაკავშირებით ახლახან განცხადება გაავრცელა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმაც. უწყების ცნობით, სვანეთში, უშბის მთაზე ქვეითად გადაადგილდებოდა 4 პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთი სიმაღლიდან გადავარდა.

„უმოკლეს დროში, მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდა ძებნა-შველის ღონისძიების დაგეგმვა და თბილისიდან გაფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფთან ერთად.

მეხანძრე-მაშველების მიერ, 3600 მეტრის სიმაღლეზე, სამაშველო ღონისძიების ფარგლებში მოხდა 3 პიროვნების უვნებლად აყვანა ვერტმფრენში და გარდაცვლილი პიროვნების ცხედრის ნახვა. გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი ჩასვენებულია მესტიაში“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობილ გიდს, რომელიც კლდეებზე ექსპედიციებს 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, მეგობრები და ოჯახის ახლობლები საჯაროდ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსებით ემშვიდობებიან.

„მწვერვალებზე შეყვარებული ნიკო ფალიანი აღარ ჰყავს სვანეთს… ის დღეს უშბაზე ტრაგიკულად დაიღუპა…

ახალგაზრდა თაობაში ნიკო ერთ-ერთი იყო, ვინც სვანეთის პოპულარიზაციისთვის ძალიან ბევრს შრომობდა… უყვარდა მისი კუთხე, ჰქონდა საინტერესო გეგმები და იდეები, იღებდა ფილმებს და უამრავი ტურისტის პროფესიონალი სამთო გიდი იყო…

ვუსამძიმრებ ოჯახს და სვანეთს ამ დიდ დანაკლისს“, – წერს მოქალაქე თამო გაზდელიანი სოციალურ ქსელში.

მწვერვალებზე შეყვარებული ნიკო ფალიანი აღარ ჰყავს სვანეთს…ის დღეს უშბაზე ტრაგიკულად დაიღუპა.. ახალგაზრდა თაობაში ნიკო…

Posted by Tammo Gazdeliani on ხუთშაბათი, 22 მაისი, 2025

„ჩვენი იმედი. აბა სანი მთაში მე უნდა წავიყვანოო? დედა, იცი მე ნიკო მართლა გულში მიყვარს, სანის და ნიკოს ბოლო შეხვედრა ამ სიტყვებით დასრულდა. უშბიდან ამომავალი მზე, უკვე მეორედ ჩამიქრა“, – წერს სოციალურ ქსელში კიდევ ერთი მოქალაქე ნანიკო გრიგალაშვილი.

ჩვენი იმედი ❤️ აბა სანი მთაში მე უნდა წავიყვანოო? დედა იცი მე ნიკო მართლა გულში მიყვარს, სანის და ნიკოს ბოლო შეხვედრა ამ სიტყვებით დასრულდა 💔🫂 Nick Phaliani ❤️ უშბიდან ამომავალი მზე, უკვე მეორედ ჩამიქვრა 💔

Posted by ნანიკო გრიგალაშვილი on ხუთშაბათი, 22 მაისი, 2025

„როგორ წაგვართვა უშბამ შენი თავი, ჩემო მაგარო ბიჭო?

როგორ გავუმკლავდებით ამხელა ტკივილს? ბოლოს რომ გნახე და ჩაგეხუტე, რომ მცოდნოდა ვეღარასოდეს გნახავდი, საერთოდ არ გაგიშვებდი კლინიკიდან!!!

ღმერთს ებარებოდე. „ნინო მამიდას“ სულ ისეთი ბედნიერი ღიმილით ემახსოვრები, როგორიც ბოლოს გნახა“, – წერს ნინო ზაალიშვილი.

Nick Phaliani. როგორ წაგვართვა უშბამ შენი თავი ჩემო მაგარო ბიჭო? როგორ გავუმკლავდებით ამხელა ტკივილს? ბოლოს რომ გნახე…

Posted by Nino Zaalishvili on ხუთშაბათი, 22 მაისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g