LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მწყემსი არ უნდა ნახულობდეს ცხედარს 5 დღის შემდეგ” – რას ამბობს და რას აპირებს გარდაცვლილი გოგონას ოჯახის ადვოკატი

953
pjimage

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, 5 დღის წინ გაუჩინარებული პროგრამისტის ავტომობილი ტყეში მწყემსმა აღმოაჩინა. ადვოკატის თქმით, საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტები ჩაერთვებიან.

“ავტომობილში, უკანა სავარძელზე იყო ბავშვი, ავტომობილი გაიხსნა, მიმდინარეობს შესაბამისი მოქმედებები. ექსპერტიზის წარმომადგენლები არიან მოსულები, მაგრამ გიორგი შაქარაშვილის საქმიდან გამომდინარე არ მაქვს ექსპერტების ნდობა, ამიტომ საქმეში დამოუკიდებელ ექსპერტებს ჩავრთავ. ამ ეტაპზე მე მხოლოდ ზედაპირულად შევხედე მანქანას, ახლა დავაკვირდები რა მდგომარეობაშია ცხედარი, ყურადღების გარეშე არაფერი დარჩება, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი”, – აცხადებს გიორგაძე.

მიხეილ გიორგაძე აცხადებს, რომ ტერიტორია, სადაც გარდაცვლილი გოგონა მწყემსმა აღმოაჩინა, საკმაოდ ადვილი საპოვნელი იყო, ამიტომ საქმეში ბევრი კითხვა ჩნდება.

“ეჭვი მაქვს, რომ უყურადღებობას აქვს ადგილი, იმიტომ, რომ მწყემსი არ უნდა ნახულობდეს ცხედარს 5 დღის შემდეგ. ეს არ არის უღრანი ტყე რომ ვერ ენახათ, მით უმეტეს დრონებით ეძებდნენ. ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, არავის არაფერი შერჩება. 5 დღის განმავლობაში, ასეთ გაწელილ სიტუაციაში ვერ მოხდა ადამიანის პოვნა, მწყემსი პოულობს პოლიციის ნაცვლად, არავის სიცოცხლე არ არის უსაფრთხოდ, არ ვენდობი ამათ”, – აღნიშნა რამიშვილმა.

 

23 წლის თამარ ბაჩალეიშვილი, 18 ივლისს სახლიდან გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა გაუჩინარებული გოგონას ავტომანქანა მარნეული-თეთრიწყაროს გზის სიახლოვეს მწყემსმა იპოვა.

mazda magti 5g