რადიო ,,არ დაიდარდოს” და გადაცემას ,,რადიო დუეტი თაკოსთან ერთად” კესარია აბრამიძე ესტუმრა, რომელმაც ისაუბრა თავის ცხოვრებაზე და მოგვიტანა სიმღერა ,,ყვავილების დედოფალა”.
როგორ ხარ, როგორია შენი განწყობა?
ვცდილობ, რომ ყოველთვის კარგი განწყობა შევინარჩუნო, ქვეყანაში არსებული პანდემიის მიუხედავად. თავიდან არასერიოზულად ვუყურებდი COVID-ს, რადგან არ მჯეროდა. თუმცა ვირუსი, რომ არსებობს ფაქტია. მივეჩვიე მასთან ერთად ცხოვრებას, ძალიან მიჭირს რეკომენდაციების დაცვა, მაგრამ ვცდილობ. რაც შეეხება პირბადეს, არ მოგატყუებთ არ მიკეთია ხშირად, თუმცა მაღაზიაში შესვლისას აუცილებლად ვიკეთებ. ვფიქრობ, რომ ეს კოშმარი ძალიან მალე დასრულდება.
