LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მყავდა “პრიუსი” რაც ჩემს შემდეგ მინისტრს დარჩა, მი­ნისტრს უფრო დიდი მან­ქა­ნა ერ­ჩევ­ნა და პრი­უ­სით მისი ოჯა­ხი და­დი­სო: ვერა ქობალია

885
ვერა-ქობალია

ეკო­ნო­მი­კის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ვერა ქო­ბა­ლია ნიკა გვა­რა­მი­ას საქ­მე­ზე გა­მო­ტა­ნილ გა­ნა­ჩენს ეხ­მა­უ­რე­ბა და სა­კუ­თა­რი მი­ნის­ტრო­ბის შემ­დგომ პე­რი­ოდს იხ­სე­ნებს.

ქობალიას განცხადებით, “ტოიოტა პრიუსი” მისმა მომდევნო მინისტრმა საკუთარ ოჯახს გადასცა, თავისთვის კი უფრო დიდი ავტომობილი აირჩია.

ყოფილი მინისტრი აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე პოსტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს.

“მე მყავ­და “ტო­ი­ო­ტა პრი­უ­სი” და ჩემს შემ­დეგ მო­სულ მი­ნისტრს დარ­ჩა. რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ მძღო­ლი შემ­ხვდა სხვა მან­ქა­ნით. პრი­უ­სი რა უყა­ვი თქო ვუ­თხა­რი. მი­ნისტრს უფრო დიდი მან­ქა­ნა ერ­ჩევ­ნა და პრი­უ­სით მისი ოჯა­ხი და­დი­სო” – წერს ქო­ბა­ლია.

“მთა­ვა­რი არ­ხის“ დამ­ფუძ­ნე­ბელს, ნიკა გვა­რა­მი­ას 3 წლით და 6 თვით პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა. კერ­ძოდ, ნიკა გვა­რა­მია ტე­ლე­კომ­პა­ნია “რუს­თა­ვი 2“-სთვის 6 763 509 ლა­რის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბის ფაქ­ტზე, დამ­ნა­შა­ვედ იქნა ცნო­ბი­ლი. სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბუ­ლის ქმე­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 182-ე მუხ­ლი­დან 220-ე მუხ­ლით და­აკ­ვა­ლი­ფი­ცი­რა, რაც სა­მე­წარ­მეო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლის­თვის გვა­რა­მი­ას სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად გა­ნე­სა­ზღვრა ჯა­რი­მა 50 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

რაც შე­ე­ხე­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლის ეპი­ზოდს, ბრალ­დე­ბის თა­ნახ­მად, 2019 წლის თე­ბერ­ვალ­ში, ნიკა გვა­რა­მი­ამ “თე­გე­ტა პრე­მი­უმ ვი­ი­ქელ­სის” ხელ­მძღვა­ნე­ლებს, “რუს­თა­ვი 2”-ის კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, შეს­თა­ვა­ზა მათ­გან ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­ძე­ნა, ტე­ლე­კომ­პა­ნია “რუს­თა­ვი 2”-ის ეთერ­ში მათი სა­რეკ­ლა­მო რგო­ლე­ბის გან­თავ­სე­ბის სა­ნაც­ვლოდ, რაც მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­რეკ­ლა­მო სა­ა­გენ­ტო შპს “iპრო­ეს­კო მე­დი­ას“ მეშ­ვე­ო­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g