„შვებულება გაცვლით“ – მელოდრამა სახალისო სიუჟეტითა და ბრწყინვალე მსახიობთა (ჯუდ ლო, კამერონ დიასი, კეიტ უინსლეტი, ჯეკ ბლეკი) დასით გულსაც აგიჩუყებთ, განწყობასაც გაგიუმჯობესებთ და დაკარგულ იმედსაც დაგიბრუნებთ.
„ჯული და ჯულია: ვამზადებთ ბედნიერებას რეცეპტით“ – ძალიან თბილი და „გემრიელი“ დრამა ახალგაზრდა ქალზე, რომელიც ლეგენდარული მზარეულის ჯულია ჩაილდის ისტორიით შთაგონებული თავს ანებებს მოსაწყენ სამუშაოს და მთელ თავის დროს კულინარიას უთმობს.
„უბრალოდ ერთად“ – ანა გავალდის რომანებიდან ერთ-ერთი საუკეთესოს ეკრანიზაცია ოდრი ტოტუსა და გიომ კანეს მონაწილეობით, სამ ახალგაზრდაზეა, რომლებიც შემთხვევით ხვდებიან ერთმანეთს, თუმცა სწორედ შემთხვევითობა ცვლის მთელ მათ ცხოვრებას.
„შოკოლადი“ – ახალგაზრდა ჯონი დეპი და მომხიბვლელი ჯულიეტ ბინოშიც საკმარისია, რათა ნახოთ საოცრად ლამაზი ფილმი, რომელიც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ გამბედაობას და საკუთარი თავის რწენას ნებისმიერი ცხოვრებისეული სირთულის დაძლევა შეუძლია.
„მარტივი სირთულეები“ – რომანტიკული კომედია ალეკ ბოლდუნისა და მერილ სტრიპის მონაწილეობით ასაკოვანი ადამიანების სახალისო ისტორია, რომლებიც 50 წელს მიღწეულები თავიდან იწყებენ ცხოვრებას და ავანტურულ თავგადასავლებს.





