პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა Le Figaro-სთან ინტერვიუში წინასაარჩევნო გარემოზე, მიმდინარე პოლიტიკურ დღის წესრიგსა და მის ამ პროცესში პასუხისმგებლობაზე ისაუბრა და თქვა, რომ მზადაა პასუხისმგებლობა აიღოს, მათ შორის, მეორე ვადით.
გამოცემის მიერ დასმულ კითხვაზე, თქვენი მანდატი ამოიწურება მას შემდეგ, რაც მომავალი პარლამენტი მოვალეობის შესრულებას შეუდგება.
როგორი იქნება თქვენი პირადი პოლიტიკური მომავალი? – პრეზიდენტმა უპასუხა:
სალომე ზურაბიშვილი: 29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა საომარი სიტყვით მოგვმართა – მცხეთიდან საარჩევნო კამპანიისას, გამარჯვების შემთხვევაში ხალხს დაჰპირდნენ შურისძიებას, შევიწროებას, პოლიტიკური ოპონენტების აკრძალვას
„არჩევანი გვექნება რუსეთის მონობასა და ევროპასთან თანამშრომლობას შორის“
„მზად ვარ ავიღო დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის მეორე ვადით, რათა საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას. თუ ჩემ მიერ შეთავაზებული ქარტია ამოქმედდება, მზად ვარ ვიყო მომლაპარაკებელი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან.“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.