შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ინდივიდუალურად მოაწერს ხელს. ეს განცხადება სამადაშვილმა ორბელიანების სასახლესთან გააკეთა, სადაც დღეს დოკუმენტს ხელი მოეწერება.
შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართება – ადმინისტრაცია
“პოლიტსაბჭო, რა თქმა უნდა, საქმის კურსშია. მე გადავწყვიტე, რომ დღეს როგორც ინდივიდუალურმა წევრმა პარლამენტის, ხელი მოვაწერო ამ დოკუმენტს,“ – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
ამასთან, დღეს გაიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ, თუმცა აცხადებდნენ, რომ დოკუმენტზე პარტიის სახელით ნიკა მელიამ უნდა მოაწეროს ხელი.
მოლაპარაკების სივრცე გაიხსნება, როცა მელია დამატებითი მოთხოვნების გარეშე გათავისუფლდება: მინაშვილი