LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზად ვართ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში

68
exvy0yt0cx294i1

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) თავმჯდომარე მადლენ ოლბრაიტთან ონლაინშეხვედრა გამართა.

მთავრობის მეთაურმა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) თავმჯდომარემ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლენ ოლბრაიტს პანდემიის მიუხედავად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამკვირვებლების გამოგზავნისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მზად არის, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში. პრემიერ-მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თვითმმართველობის არჩევნებს რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდებოდეს, რათა არცერთი კითხვა პასუხგაუცემელი არ დარჩეს.

ონლაინ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არჩევნებამდე საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გრძელვადიანი დამკვირვებლები ესტუმრებიან, რომლებიც ადგილზე იმუშავებენ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g